ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲑᲔᲘᲡᲑᲝᲚᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲝᲤᲢᲑᲝᲚᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲣᲚᲘ ᲜᲐᲙᲠᲔᲑᲘᲡ ᲓᲔᲑᲘᲣᲢᲘ ᲔᲕᲠᲝᲞᲘᲡ „ᲛᲐᲡᲘᲛᲝ ᲠᲝᲛᲔᲝᲡ“ ᲗᲐᲡᲖᲔ
საქართველოს სოფტბოლის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურნირზე - „მასიმო რომეოს“ თასზე, რომელიც იტალიაში გაიმართა.
ნაკრებმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყო, შემდგომ მატჩებში ღირსეულად იბრძოლა და საბოლოოდ, ჩემპიონატზე მე-12 ადგილი დაიკავა.
ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა სოკარის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანია დარწმუნებულია, რომ სწორედ მათი მიღწევებით ყალიბდება ქვეყნის სპორტული მომავალი.
სოკარი „მასიმო რომეოს“ თასზე საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის მხარდამჭერი იყო.



