ᲛᲔᲛᲝᲠᲐᲜᲓᲣᲛᲘ ᲥᲐᲚᲗᲐ ᲡᲐᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲝ ᲙᲚᲣᲑ ᲕᲔᲠᲔᲡᲗᲐᲜ
2025 წლის 26 მარტს, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმსა და ქალთა საფეხბურთო კლუბ ვერეს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტის ხელშეწყობასა და ქალთა გაძლიერებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოკარ ჯორჯია პეტოლეუმის დირექტორმა – ნოდარ ყანჩაველმა და საფეხბურთო კლუბ ვერეს დირექტორმა – ზურაბ სამუშიამ.
ქალთა გაძლიერება სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია წლებია აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ქალების როლის გაძლიერებას ბიზნესში, განათლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ვერე ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და პერსპექტიული ქალთა საფეხბურთო კლუბია საქართველოში. 2025 წელს კლუბმა მოიპოვა ქალთა უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების გაძლიერებაში. კლუბი აქტიურად მუშაობს ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენაზე, აღზრდასა და ეროვნულ ნაკრებში ინტეგრაციაზე.
აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ ერთი ნაბიჯია ძლიერი, მრავალმხრივ განვითარებული საზოგადოების მხარდასაჭერად, სადაც ქალებს მეტი შესაძლებლობა ეძლევათ თავიანთი პოტენციალის სრულად გამოსავლენად.

