ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ


7e0851f5-9949-4a4b-a8c3-74aa60654b12_HK238911.jpg

პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი ევროპულ სკოლაში

 SOCAR-ის და Safety Hub Plus-ის მიერ ორგანიზებული უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში, ევროპული სკოლის მოსწავლეებს პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი ჩაუტარდათ.


მოსწავლეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რაც მათ საგანგებო სიტუაციებში სწრაფად და თავდაჯერებულად მოქმედებაში დაეხმარება.


დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ, ხოლო სკოლას საჩუქრად პირველადი დახმარების ნაკრები გადაეცა.

წაიკითხეთ მეტი
b9422f1d-2aef-42ce-a5be-0282c8fe51da_ქავერი 1.jpg

პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში

28 ნოემბერის, SOCAR-ის და Safety Hub Plus-ის უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი ჩატარდა.


ბავშვებმა მიიღეს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა - რაც მათ კრიტიკულ სიტუაციებში მყისიერი რეაგირების უნარს გაუძლიერებს.


დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ, ხოლო სკოლას საჩუქრად პირველადი დახმარების ნაკრები გადაეცა.

წაიკითხეთ მეტი
ffc2a456-f4b3-493b-972e-4926d129614f_22.jpg

პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგები და ვიდეოგაკვეთილები სკოლებისთვის

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ორგანიზებით სკოლებში 2023 წლიდან ტარდება პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგები, რომლის მიზანია სოკოლის მოსწავლეებში, თემის პოპულარიზაცია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, კრიზისულ სიტუაციაში მეტი სიცოცხლის გადასარჩენად. ტრენინგების ფარგლებში მაღალი კლასის მოსწავლეებს სერტიფიკატები, სკოლებს კი პირველადი დახმარების ყუთი გადაეცემათ.


აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა თემის პოპულარიზაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის პირველადი დახმარების სასწავლო ვიდეოგაკვეთილები მოამზადა. ვიდეოგაკვეთილები დაყოფილია 4 ეპიზოდად და სრულად მოიცავს საბაზისო პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინფორმაციას. აღნიშნული ვიდეობი განთავსებულია სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ციფრულ არხებში, მათ შორის YouTube არხე.


დღემდე, პირველადი დახმარების ტრენინგები ჩატარდა - სენტ-ეგზიუპერის სკოლაში; თბილისის საერთაშორისო სკოლაში; ათასწლეულის სკოლაში; ანი-Zet - რობერ შუმანის ევროპულ სასწავლებელში; სკოლა ჯეჯილში და ბაქსვუდის სკოლაში. სამომავლოდ კვლავ არაერთ სკოლაში იგეგმება პირველადი დახმარების ტრენინგების ჩატარება. 

წაიკითხეთ მეტი
0b9d7148-66a2-47d4-90e5-b7062c868151_21.1.jpg

სოკარი უსაფრთხოებისთვის

2023 წელს სოკარმა განახორციელა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია, რომელიც ემსახურებოდა გზებზე უსაფრთხო გარემოს შექმნას და საზოგადოებას მოუწოდებდა იმ საგზაო წესების დაცვისკენ, რაც უფრო გაუმარტივებს ყველას უსაფრთხო გადაადგილებას.


სოკარმა წლების მანძილზე შექმნა არაერთი კრეატიული კამპანია საგზაო უსაფრთხოების თემაზე. მათ შორის იყო ცნობიერების ასამაღლებელი ვიდეო რგოლები, პრინტები და სხვა სახის აქტივობები შემდეგ თემებზე: გადასასვლელებზე ქვეითთათვის გზის დათმობა; გზების ქვეითად გადაკვეთა მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში; გზის დათმობა სხვა მძღოლებისთვის და სასწრაფო დახმარების ავტომობილებისთვის; სიჩქარის შეზღუდვის დაცვა და სხვა.

წაიკითხეთ მეტი
5c9729f5-0e43-474e-adc3-887289b57832_8.2.jpg

Animal Project X SOCAR

ქუჩებში მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად SOCAR-ისა და Animal Project-ის პარტნიორობის ფარგლებში, ათობით სადგურზე მიკედლებული ცხოველებისთვის ხის სახლები დაიდგა და - სტერლიზაცია და ცოფის ვაქცინაცია ჩავუტარეთ.


სოკარის შესაბამის ბენზინგასამართ სადგურებზე განთავსდა დამატებითი საინფორმაციო დაფებიც. პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია სწორად დასახული სტრატეგიითა და სახელმწიფოს, კერძო სექტორის საზოგადოების ერთობლივი თანამშრომლობით.

წაიკითხეთ მეტი