station image

ბენიამინ ჩიხლაძე

მთავარი შესყიდვების ოფიცერი

ბენიამინ ჩიხლაძემ დაამთავრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით. შემდგომში მან მოიპოვა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხი Grenoble Ecole de Management – (GGSB) და Caucasus School of Business (CSB)-ში.


ბენიამინს ეკავა სხვადასხვა მენეჯერული პოზიციები გაყიდვებისა და კომერციის მიმართულებით საბანკო ინდუსტრიაში, მათ შორის Standard Bank-ში, Kor Standard Bank-ში და Privat Bank-ში. ასევე, ის იყო კომპანია Hereti International LLC-ის მმართველი პარტნიორი, რომელიც სპეციალიზებული იყო საწყობების ბიზნესში. გარდა ამისა, ის არის Steel Invest LLC-ისა და Ferro Capital LLC-ის მმართველი პარტნიორი. აღნიშნული კომპანიები საქართველოში წარმოადგენდნენ ისეთ მნიშვნელოვან ინდურ მეტალურგიულ საწარმოებს, როგორიცაა Jindal Saw Gulf LLC და Rashmi Metaliks LLC.


2022 წელს ბენიამინ ჩიხლაძე შემოუერთდა სოკარის გუნდს შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ამჟამად ის იკავებს მთავარი შესყიდვების ოფიცრის (CPO) თანამდებობას. მისი კურატორობის სფერო მოიცავს შესყიდვებს, ლოჯისტიკას, HSE-სა და ინფრასტრუქტურის განვითარებას.