station image

ჯუნა კაპანაძე

მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ჯუნა კაპანაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით, შემდგომ კი იმავე უნივერსიტეტში მოიპოვა ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.


2013 წლიდან ჯუნა მუშაობდა მედია ჰოლდინგ ჯორჯია თაიმსში ბიზნეს პროექტების მენეჯერად. 2015 წლიდან იგი იკავებდა პერსონალური საბანკო მომსახურების მენეჯერის პოზიციას TBC ბანკში. 2023 წელს კი კომპანია VIAN-ში გახლდათ CX მენჯერი.


2024 წელს ჯუნა კაპანაძე შემოუერთდა სოკარის გუნდს ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე და ამჟამად იკავებს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას.