ᲔᲥᲡᲞᲝ 2024 - ᲛᲔᲬᲐᲠᲛᲔ ᲥᲐᲚᲗᲐ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲪᲘᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲤᲔᲜᲐ-ᲒᲐᲧᲘᲓᲕᲐ
23 ნოემბერი, 2024
23 ნოემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის მხარდაჭერით საგამოფენო ცენტრმა ექსპო ჯორჯიამ ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას უკვე მესამედ უმასპინძლა.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 145-მა მეწარმე ქალმა საქართველოდან. მათ შორის ლტოლვილმა ქალებმა უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. მეწარმე ქალებმა ღონისძიების სტუმრებს საკუთარი პროდუქცია წარუდგენეს, რომლის შეძენაც ადგილზევე შეეძლოთ.
პავილიონში მწვანე და მდგრადი ბიზნესებისთვის გამოყოფილი იყო ცალკე კუთხე, სადაც გაერთიანებული იყო ისეთი პროდუქტები, რომლებსაც ქალები ნარჩენების, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისა და ტექნოლოგიების დახმარებით ქმნიან. ადგილზე სტუმრების სოციალური საწარმოების მიერ დამზადებული პროდუქციის შეძენაც შეეძლოთ. გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოეწყო გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები. გაიმართა მასტერკლასები, რომლებმაც ვიზიტორებს საშუალება მისცა, მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით, საახალწლო ნივთები თავადვე დაამზადებინათ.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის წინა დღეს ჩატარდა სპეციალური მასტერკლასებიც, სადაც მეწარმე ქალები გაეცნენ ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მდგრადი ბიზნესის სპეციფიკას, ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობებსა და ელექტრონული კომერციის უპირატესობებს.
გამოფენა-გაყიდვის მიზანი საქართველოში ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციაა, რაც ხელს უწყობს მეწარმე ქალების ბაზრებზე წვდომას, მათთვის სასარგებლო ცოდნის გაზიარებას, საინტერესო ბიზნესკავშირებისა და ახალი პერსპექტიული პარტნიორობების დამყარებას.
დაკავშირებული სიახლეები
13 მაისი, 2026ᲬᲜᲝᲠᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲞᲐᲠᲙᲘᲡ ᲒᲐᲛᲬᲕᲐᲜᲔᲑᲐ
06 მაისი, 2026ᲛᲝᲢᲝ ᲡᲔᲖᲝᲜᲘᲡ ᲒᲐᲮᲡᲜᲘᲡ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲐ
01 მაისი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲣᲠᲘ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ
07 აპრილი, 2026ᲡᲐᲐᲦᲓᲒᲝᲛᲝ ᲥᲔᲨᲑᲔᲥ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲚᲘᲑᲔᲠᲗᲘ ᲑᲐᲜᲙᲘᲡᲒᲐᲜ
03 აპრილი, 2026ᲡᲐᲐᲦᲓᲒᲝᲛᲝ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲡᲘᲚᲥ ᲑᲐᲜᲙᲘᲡ "ᲛᲔᲠᲔ" ᲑᲐᲠᲗᲘᲗ ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲘᲡᲐᲡ
24 მარტი, 2026ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲗᲐ ᲡᲢᲐᲟᲘᲠᲔᲑᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲚᲐᲑᲝᲠᲐᲢᲝᲠᲘᲐᲨᲘ
12 მარტი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲔᲥᲡᲙᲚᲣᲖᲘᲣᲠᲘ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ GPI-ᲘᲡ ᲐᲕᲢᲝ ᲐᲥᲢᲘᲕᲘᲡ ᲞᲐᲙᲔᲢᲘᲡ ᲛᲤᲚᲝᲑᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
24 თებერვალი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲛᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲨᲘ ᲡᲐᲛᲮᲠᲔᲗ ᲙᲐᲕᲙᲐᲡᲘᲐᲨᲘ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝ ᲓᲐᲛᲢᲔᲜᲘ ᲡᲐᲓᲒᲣᲠᲘ ᲒᲐᲮᲡᲜᲐ
26 იანვარი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲘ X ᲞᲝᲖᲘᲢᲘᲣᲠᲘ ᲕᲘᲠᲣᲡᲘ - ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ „ᲐᲜᲒᲔᲚᲝᲖᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲐ“
05 იანვარი, 2026ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ - ᲒᲐᲮᲓᲘ ᲡᲐᲜᲢᲐ 2026
03 იანვარი, 20262025 ᲬᲚᲘᲡ ᲑᲝᲚᲝ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲓᲦᲔ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲒᲣᲜᲓᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ
29 დეკემბერი, 2025ᲐᲮᲐᲚᲘ ᲬᲚᲘᲡ ᲥᲕᲔᲚᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐ ᲛᲘᲣᲡᲐᲤᲐᲠᲘ ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
15 დეკემბერი, 2025ᲡᲐᲐᲮᲐᲚᲬᲚᲝ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲨᲘ - ᲧᲝᲕᲔᲚ ᲓᲐᲮᲐᲠᲯᲣᲚ 100 ᲚᲐᲠᲖᲔ ᲓᲐᲘᲑᲠᲣᲜᲔ 10 ᲚᲐᲠᲘ ᲥᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲮᲘᲗ
09 დეკემბერი, 2025ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓᲘ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚ ᲡᲙᲝᲚᲐᲨᲘ
08 დეკემბერი, 2025ᲥᲐᲚᲗᲐ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲒᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲐᲨᲘ ᲨᲔᲢᲐᲜᲘᲚᲘ ᲬᲕᲚᲘᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲡᲝᲙᲐᲠ ᲯᲝᲠᲯᲘᲐ ᲞᲔᲢᲠᲝᲚᲔᲣᲛᲘ ᲓᲐᲯᲘᲚᲓᲝᲕᲓᲐ
02 დეკემბერი, 2025




