ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲨᲐᲕᲘ ᲙᲝᲜᲪᲔᲤᲪᲘᲘᲡ ᲛᲝᲠᲘᲒᲘ ᲡᲐᲓᲒᲣᲠᲘ
28 მაისი, 2025 (1) (1).jpg)
სოკარი აგრძელებს ახალ სტანდარტებზე გადასვლას და მომხმარებლებისთვის თანამედროვე გამოცდილების შექმნას. განახლებული ავტოგასამართი სადგური დავით აღმაშენებლის ხეივანში უკვე შავი კონცეფციის დიზაინით ხვდება მძღოლებს – მინიმალისტური ესთეტიკა, კომფორტული გარემო და ტექნოლოგიური ინოვაციები ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ამავე ობიექტზე განახლდა WAY MART-ის სუპერმარკეტიც, სადაც მყუდრო გარემოში წარმოდგენილია მრავალფეროვანი არჩევანი და კომფორტული, სწრაფი მომსახურება.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკომეგობრული ტრანსპორტის მიმართულებასაც. ახალ, შავი კონცეფციის ავტოგასამართ სადგურზე დამონტაჟდა ელექტროდამტენი. ზოგადად, ელექტროძრავიანი ტრანსპორტისთვის ინფრასტრუქტურის განვითარება სოკარის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ სოკარი იყო პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც 2017 წელს დანერგა EV დამტენების სერვისი ავტოგასამართ სადგურებზე. დღესდღეობით კომპანიას აქვს 20 ელექტროდამტენი, რომლებიც 15 სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზეა განთავსებული. სოკარი ასევე პირველი იყო საქართველოში, ვინც საკუთარ ავტოგასამართ სადგურებზე მზის პანელების დამონტაჟება დაიწყო. ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ადასტურებს კომპანიის ერთგულებას ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების მიმართ.
სოკარი უკვე ოპერირებს შავი კონცეფციის 3 ავტოგასამართი სადგურით და 2025 წელს დაგეგმილია კიდევ ორი ახალი ობიექტის გახსნა. ეს ინიციატივა წარმოადგენს კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმაში გათვალისწინებულ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და პრემიუმ ხარისხის გამოცდილების დანერგვას საქართველოს მასშტაბით.
დაკავშირებული სიახლეები
13 მაისი, 2026ᲬᲜᲝᲠᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲞᲐᲠᲙᲘᲡ ᲒᲐᲛᲬᲕᲐᲜᲔᲑᲐ
06 მაისი, 2026ᲛᲝᲢᲝ ᲡᲔᲖᲝᲜᲘᲡ ᲒᲐᲮᲡᲜᲘᲡ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲐ
01 მაისი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲣᲠᲘ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ
07 აპრილი, 2026ᲡᲐᲐᲦᲓᲒᲝᲛᲝ ᲥᲔᲨᲑᲔᲥ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲚᲘᲑᲔᲠᲗᲘ ᲑᲐᲜᲙᲘᲡᲒᲐᲜ
03 აპრილი, 2026ᲡᲐᲐᲦᲓᲒᲝᲛᲝ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲡᲘᲚᲥ ᲑᲐᲜᲙᲘᲡ "ᲛᲔᲠᲔ" ᲑᲐᲠᲗᲘᲗ ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲘᲡᲐᲡ
24 მარტი, 2026ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲗᲐ ᲡᲢᲐᲟᲘᲠᲔᲑᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲚᲐᲑᲝᲠᲐᲢᲝᲠᲘᲐᲨᲘ
12 მარტი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲔᲥᲡᲙᲚᲣᲖᲘᲣᲠᲘ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ GPI-ᲘᲡ ᲐᲕᲢᲝ ᲐᲥᲢᲘᲕᲘᲡ ᲞᲐᲙᲔᲢᲘᲡ ᲛᲤᲚᲝᲑᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
24 თებერვალი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲛᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲨᲘ ᲡᲐᲛᲮᲠᲔᲗ ᲙᲐᲕᲙᲐᲡᲘᲐᲨᲘ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝ ᲓᲐᲛᲢᲔᲜᲘ ᲡᲐᲓᲒᲣᲠᲘ ᲒᲐᲮᲡᲜᲐ
26 იანვარი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲘ X ᲞᲝᲖᲘᲢᲘᲣᲠᲘ ᲕᲘᲠᲣᲡᲘ - ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ „ᲐᲜᲒᲔᲚᲝᲖᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲐ“
05 იანვარი, 2026ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ - ᲒᲐᲮᲓᲘ ᲡᲐᲜᲢᲐ 2026
03 იანვარი, 20262025 ᲬᲚᲘᲡ ᲑᲝᲚᲝ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲓᲦᲔ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲒᲣᲜᲓᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ
29 დეკემბერი, 2025ᲐᲮᲐᲚᲘ ᲬᲚᲘᲡ ᲥᲕᲔᲚᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐ ᲛᲘᲣᲡᲐᲤᲐᲠᲘ ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
15 დეკემბერი, 2025ᲡᲐᲐᲮᲐᲚᲬᲚᲝ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲨᲘ - ᲧᲝᲕᲔᲚ ᲓᲐᲮᲐᲠᲯᲣᲚ 100 ᲚᲐᲠᲖᲔ ᲓᲐᲘᲑᲠᲣᲜᲔ 10 ᲚᲐᲠᲘ ᲥᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲮᲘᲗ
09 დეკემბერი, 2025ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓᲘ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚ ᲡᲙᲝᲚᲐᲨᲘ
08 დეკემბერი, 2025ᲥᲐᲚᲗᲐ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲒᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲐᲨᲘ ᲨᲔᲢᲐᲜᲘᲚᲘ ᲬᲕᲚᲘᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲡᲝᲙᲐᲠ ᲯᲝᲠᲯᲘᲐ ᲞᲔᲢᲠᲝᲚᲔᲣᲛᲘ ᲓᲐᲯᲘᲚᲓᲝᲕᲓᲐ
02 დეკემბერი, 2025.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)