SOCAR TEAM ᲢᲣᲠᲜᲘᲠᲘ ᲞᲔᲢᲠᲐᲡ ᲒᲐᲜᲫᲘᲡ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲒᲐᲮᲓᲐ
30 ივლისი, 2024
5-7 აპრილს, საქართველოში პირველი შემეცნებითი კორპორატიული ტურნირი -„პეტრას განძი“ ჩატარდა. თამაში „ფორტ ბოიარდისა“ და ლეგენდარული სათავგადასავლო ჟანრის - „ინდიანა ჯონსის“ მოტივებზეა შექმნილი და ისტორიული ფაქტებით არის გაჯერებული. მონაწილე გუნდებმა დღის განმავლობაში არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე, განცალკევებულ ლოკაციებზე მოწყობილი 24 დაბრკოლება გადალახეს, სადაც აგროვებდნენ არტეფაქტის ფრაგმენტებს, მაგიურ ქვებსა და იუსტინიანეს მონეტებს.
უნიკალური განძის და ოქროს ფარის მოპოვებას ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპანიები - “სოკარი“ „თიბისი ბანკი“, „მზიური გარდენსი“, „კრედო ბანკი“, „ევროპაბეთი“, “HR პროფესიონალთა ასოციაცია” და ინფლუენსერების გუნდი - ცდილობდნენ.
გამარჯვება და რჩეულის სტატუსი „სოკარს“ ხვდა წილად, რომელიც დაკომპლექტებული იყო 8 განსაკუთრებულად ძლიერი მონაწილით. ისინი პეტრას ციხის მიმდებარედ ნაპოვნი განძის რეალურ ისტორიას ეზიარნენ და რჩეულის ტიტულის მოსაპოვებლად, საინტერესო და რთული დაბრკოლებები გადალახეს.
“SOCAR Team”-მა, როგორც „პეტრას რჩეულმა“ გუნდმა სახელობითი ხე დარგო და კომპანიის სახელით სამუდამო კვალი დატოვა არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე. ამასთან, გადაეცა უნიკალური განძიდან ერთ-ერთი არტეფაქტის ასლი – მოოქროვილი ბუნიკი. გუნდი გადავიდა შემდეგ ეტაპზე - დახურულ რჩეულთა კლუბში.
პროექტისთვის ქართულ მოტივებზე მუსიკა ნიკოლოზ რაჭველმა დაწერა. აღსანიშნავია თამაშის პერსონაჟების სახეებიც, მათ შორის, სახელგანთქმული არქეოლოგი, დოქტორ ჯონსი, რომელიც ნიკოლოზ წულუკიძემ განასახიერა და რომელმაც მოთამაშეებს უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე ყველა კომპანიამ დაუვიწყარი გამოცდილება მიიღო, რაც შემდგომ მათ კორპორაციულ საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს და საინტერესოს გახდის.
დაკავშირებული სიახლეები
13 მაისი, 2026ᲬᲜᲝᲠᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲞᲐᲠᲙᲘᲡ ᲒᲐᲛᲬᲕᲐᲜᲔᲑᲐ
06 მაისი, 2026ᲛᲝᲢᲝ ᲡᲔᲖᲝᲜᲘᲡ ᲒᲐᲮᲡᲜᲘᲡ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲐ
01 მაისი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲣᲠᲘ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ
07 აპრილი, 2026ᲡᲐᲐᲦᲓᲒᲝᲛᲝ ᲥᲔᲨᲑᲔᲥ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲚᲘᲑᲔᲠᲗᲘ ᲑᲐᲜᲙᲘᲡᲒᲐᲜ
03 აპრილი, 2026ᲡᲐᲐᲦᲓᲒᲝᲛᲝ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲡᲘᲚᲥ ᲑᲐᲜᲙᲘᲡ "ᲛᲔᲠᲔ" ᲑᲐᲠᲗᲘᲗ ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲘᲡᲐᲡ
24 მარტი, 2026ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲗᲐ ᲡᲢᲐᲟᲘᲠᲔᲑᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲚᲐᲑᲝᲠᲐᲢᲝᲠᲘᲐᲨᲘ
12 მარტი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲔᲥᲡᲙᲚᲣᲖᲘᲣᲠᲘ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ GPI-ᲘᲡ ᲐᲕᲢᲝ ᲐᲥᲢᲘᲕᲘᲡ ᲞᲐᲙᲔᲢᲘᲡ ᲛᲤᲚᲝᲑᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
24 თებერვალი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲛᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲨᲘ ᲡᲐᲛᲮᲠᲔᲗ ᲙᲐᲕᲙᲐᲡᲘᲐᲨᲘ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝ ᲓᲐᲛᲢᲔᲜᲘ ᲡᲐᲓᲒᲣᲠᲘ ᲒᲐᲮᲡᲜᲐ
26 იანვარი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲘ X ᲞᲝᲖᲘᲢᲘᲣᲠᲘ ᲕᲘᲠᲣᲡᲘ - ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ „ᲐᲜᲒᲔᲚᲝᲖᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲐ“
05 იანვარი, 2026ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ - ᲒᲐᲮᲓᲘ ᲡᲐᲜᲢᲐ 2026
03 იანვარი, 20262025 ᲬᲚᲘᲡ ᲑᲝᲚᲝ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲓᲦᲔ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲒᲣᲜᲓᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ
29 დეკემბერი, 2025ᲐᲮᲐᲚᲘ ᲬᲚᲘᲡ ᲥᲕᲔᲚᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐ ᲛᲘᲣᲡᲐᲤᲐᲠᲘ ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
15 დეკემბერი, 2025ᲡᲐᲐᲮᲐᲚᲬᲚᲝ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲨᲘ - ᲧᲝᲕᲔᲚ ᲓᲐᲮᲐᲠᲯᲣᲚ 100 ᲚᲐᲠᲖᲔ ᲓᲐᲘᲑᲠᲣᲜᲔ 10 ᲚᲐᲠᲘ ᲥᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲮᲘᲗ
09 დეკემბერი, 2025ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓᲘ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚ ᲡᲙᲝᲚᲐᲨᲘ
08 დეკემბერი, 2025ᲥᲐᲚᲗᲐ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲒᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲐᲨᲘ ᲨᲔᲢᲐᲜᲘᲚᲘ ᲬᲕᲚᲘᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲡᲝᲙᲐᲠ ᲯᲝᲠᲯᲘᲐ ᲞᲔᲢᲠᲝᲚᲔᲣᲛᲘ ᲓᲐᲯᲘᲚᲓᲝᲕᲓᲐ
02 დეკემბერი, 2025