SOCAR

ᲞᲠᲘᲝᲠᲘᲢᲔᲢᲘ - ᲒᲐᲠᲔᲛᲝᲡ ᲓᲐᲪᲕᲐ

30 ივლისი, 2024
news main image

The Financial-ის ინტერვიუ სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორ - ლევან გიორგაძესთან

რა როლს თამაშობს გარემოს დაცვაზე ზრუნვა თქვენი კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმაში?

გარემოზე ზრუნვას ჩვენი კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმაში უდიდესი ადგილი უჭირავს. უამრავ პროექტში ვართ ჩართული, მაგრამ ამას გარდა, დიდ ყურადღებას ვუთმობთ ინფრასტრუქტურის ხარისხს. ჩვენი რეგიონალური მენეჯერები ჰიბრიდულ ავტომობილებზე გადავიდნენ. გვემსახურება თანამედროვე სატვირთო მანქანები, რომლებიც საწვავის ეფექტური მოხმარებით გამოირჩევიან. ვგეგმავთ ავტოგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად მოდერნიზებას, რამაც გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს.

საბოლოო ჯამში, სოკარმა CSR სტრატეგია 5 ძირითადი მიმართულებით შეიმუშავა: ჯანსაღი ცხოვრების სტილის პროპაგანდა; შშმ პირთა დახმარება; ქალთა უფლებების დაცვა, ლიდერობისაკენ და ინოვაციებისაკენ მათი სწრაფვის ხელშეწყობა; მოძრაობის წესების დაცვა; და რაც ყველაზე მთავარია - ეკოლოგია.

რაში ხედავთ მთავარ სოციალურ და ეკოლოგიუი გამოწვევებს და შესაძლებლობებს?

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც თანამედროვე მსოფლიო დგას - გარემოს დაცვაა. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. სოკარი მხარს უჭერს ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებს. ჩვენ პირველებმა დავამონტაჟეთ ელექტრომობილების დამტენები საქართველოს მთავარ გზატკეცილზე და ვგეგმავთ დამტენების ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, რომ მათი ქსელი ელექტომობილების მფლობელთათვის მაქსიმალურად კომფორტული გახდეს.

რაში გამოიხატება მთავარი ამოცანები გარემოს დაცვის კუთხით და არის თუ არა პროგრესი თქვენი მიზნებისკენ სწრაფვაში?

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ კომპანიის საქმიანობამ გარემოზე მინიმალური ნეგატიური ეფექტი მოახდინოს. გვწამს, რომ თანამედროვე და ეფექტური ინფრასტრუქტურა, ეფექტურ ავტოპარკთან და გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ თანამშრომლებთან ერთად, მიზნის მიღწევის საწინდარია.

ჩვენმა კომპანიამ დაიწყო ავტოპარკის განახლება და ვანაცვლებთ სტანდარტულ ძრავებს ჰიბრიდული ძრავებით. ამასთან ერთად, სატესტო რეჟიმში დავამონტაჟეთ გამონაბოლქვის კონტროლის სისტემა. შესაბამისი დაგეგმვის შემდეგ მსგავს სისტემებს სხვა სადგურებზეც დავაყენებთ.

მიიღო თუ არა თქვენმა ბიზნესმა დამატებითი ღირებულება გარემოს დაცვაზე ზრუნვის შედეგად?

პირველ რიგში, გულწრფელად ვფიქრობთ, რომ გარემოს დაცვა თითოეული ადამიანისთვის და კომპანიისთვის პრიორიტებების თავში უნდა იდგეს. სოკარი საზოგადოების ნაწილია და მის ცხოვრებაში აქტიურ როლს თამაშობს, როგორც ბიზნესიც და როგორც პიროვნებებიც, საზოგადოების მხრიდან დიდ დაფასებას ვგრძნობთ და ეს პირველ რიგში ჩვენი CSR პოლიტიკის ნაწილია.

ბორჯომის ტყეში გაჩენილი საშინელი ხანძრის შემდეგ, გადავწყვიტეთ 2 ჰექტარ ფართობზე ხეები დაგვერგო. გვქონდა სხვა აქტივობებიც, მაგალითად  ვირუსული კამპანიები მოძრაობის წესებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით; განვაახლეთ და გავარემონტეთ ისტორიული შენობები. ავაშენეთ და გავაუმჯობესეთ სპორტული კომპლექსები. ფინანსურად ვეხმარებით სპორტის სხვადასხვა სახეობებს. ამ ყველაფერმა ჩვენი ბრენდი უფრო ცნობადი გახადა და  კლიენტების ერთგულება მოგვიტანა.

როგორ ეხმარებით ბიზნესს მომხმარებელთან ამ „სიმწვანის“ მიტანაში?

გეგმაში გვაქვს ყოველწლიური CSR ანგარიში გამოვაქვეყნოთ, სადაც 5 მთავარი თემის გარდა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ანგარიშიც აისახება. მომავალი წლისთვის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ვართ. ფართო მასებისთვის პრეზენტაცია მეოთხე კვარტალში შედგება.

გიჯდებათ, თუ არა, გარემოს დაცვაზე ორიენტირებული მარკეტინგი უფრო ძვირი?

გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ მოდელს თავდაპირველად შეიძლება უფრო მეტი ოდენობის ინვესტიცია სჭირდებოდეს, თუმცა საბოლოო ჯამში, მარკეტინგის თვალსაზრისით ასეთი პოლიტიკა ხშირად უფრო ეფექტურია, ვიდრე გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული კამპანიები. მოხარულები ვართ, რომ ვეხმარებით საზოგადოებას სიძნელეების დაძლევაში ცნობადობის ამაღლების და პირდაპირი ფინანსირების გზით. ეს ის პრობლემებია, რომლებიც საზოგადოებას მართლაც აწუხებს და მათი ყურადღების მიპყრობა უფრო ადვილი ხდება. შედეგიც სასიამოვნოა.

რას აკეთებს სოკარი იმისთვის, რომ ბენზინგასამართი სადგურების გარშემო ინფრასტრუქტურა გააუმჯობესოს?

ამჟამად ვამუშავებთ გეგმას, რომლის მიხედვითაც ბენზინგასამართი სადგურების გარშემო გარემო უფრო მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა უნდა გახდეს. კონკრეტულ ნაბიჯებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. ეს ყველაფერი შემუშავების პროცესშია.

მუშაობს თუ არა სოკარი განახლებადი ენერგიის ათვისებაზე? არის ამ მხრივ ჩადებული ინვესტიციები?

ვზრდით ელექტო-დამტენი პორტების რაოდენობას ჩვენს სადგურებზე. პირველი სწრაფი დამტენი უკვე დავამონტაჟეთ გორში, რომელიც დატენვის დროს 30 წუთამდე ამცირებს. სულ 7 სადგურია აღჭურვილი ელექტროდამტენებით. მათი წყალობით, ჩვენს კლიენტებს თელავიდან ბათუმამდე შეუძლიათ დაუბრკოლებლად მგზავრობა.

ასევე ვაპირებთ მზის ენერგიის ათვისებასაც. განვიხილავთ ავტოგასამართი სადგურების თავზე მზის ბატარეების განთავსების შესაძლებლობას, რაც საშუალებას მოგვცემს 5 წლის განმავლობაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 20-30% მზის ენერგიაზე მოდიოდეს.

როგორია სოკარის პასუხისმგებლობა ჰაერის დაბუნძურებასთან დაკავშირებით?

ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ ჩვენი საქმიანობა ქვეყანაში დაწესებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოდიოდეს. ამას გარდა, პოპულარიზაციას ვუწევთ უფრო ჯანსაღ სატრანსპორტო საშუალებებს. ისეთებს, როგორებიც ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დიდ დაბანდებას ვაკეთებთ ინფრასტრუქტურაში, რისი წყალობითაც ჩვენი საქმიანობა გარემოს გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებს.

დაკავშირებული სიახლეები

news image13 მაისი, 2026

ᲬᲜᲝᲠᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲞᲐᲠᲙᲘᲡ ᲒᲐᲛᲬᲕᲐᲜᲔᲑᲐ

news image06 მაისი, 2026

ᲛᲝᲢᲝ ᲡᲔᲖᲝᲜᲘᲡ ᲒᲐᲮᲡᲜᲘᲡ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲐ

news image01 მაისი, 2026

ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲣᲠᲘ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ

news image07 აპრილი, 2026

ᲡᲐᲐᲦᲓᲒᲝᲛᲝ ᲥᲔᲨᲑᲔᲥ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲚᲘᲑᲔᲠᲗᲘ ᲑᲐᲜᲙᲘᲡᲒᲐᲜ

news image03 აპრილი, 2026

ᲡᲐᲐᲦᲓᲒᲝᲛᲝ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲡᲘᲚᲥ ᲑᲐᲜᲙᲘᲡ "ᲛᲔᲠᲔ" ᲑᲐᲠᲗᲘᲗ ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲘᲡᲐᲡ

news image24 მარტი, 2026

ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲗᲐ ᲡᲢᲐᲟᲘᲠᲔᲑᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲚᲐᲑᲝᲠᲐᲢᲝᲠᲘᲐᲨᲘ

news image12 მარტი, 2026

ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲔᲥᲡᲙᲚᲣᲖᲘᲣᲠᲘ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ GPI-ᲘᲡ ᲐᲕᲢᲝ ᲐᲥᲢᲘᲕᲘᲡ ᲞᲐᲙᲔᲢᲘᲡ ᲛᲤᲚᲝᲑᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

news image24 თებერვალი, 2026

ᲡᲝᲙᲐᲠᲛᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲨᲘ ᲡᲐᲛᲮᲠᲔᲗ ᲙᲐᲕᲙᲐᲡᲘᲐᲨᲘ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝ ᲓᲐᲛᲢᲔᲜᲘ ᲡᲐᲓᲒᲣᲠᲘ ᲒᲐᲮᲡᲜᲐ

news image26 იანვარი, 2026

ᲡᲝᲙᲐᲠᲘ X ᲞᲝᲖᲘᲢᲘᲣᲠᲘ ᲕᲘᲠᲣᲡᲘ - ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ „ᲐᲜᲒᲔᲚᲝᲖᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲐ“

news image05 იანვარი, 2026

ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ - ᲒᲐᲮᲓᲘ ᲡᲐᲜᲢᲐ 2026

news image03 იანვარი, 2026

2025 ᲬᲚᲘᲡ ᲑᲝᲚᲝ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲓᲦᲔ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲒᲣᲜᲓᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ

news image29 დეკემბერი, 2025

ᲐᲮᲐᲚᲘ ᲬᲚᲘᲡ ᲥᲕᲔᲚᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐ ᲛᲘᲣᲡᲐᲤᲐᲠᲘ ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

news image15 დეკემბერი, 2025

ᲡᲐᲐᲮᲐᲚᲬᲚᲝ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲨᲘ - ᲧᲝᲕᲔᲚ ᲓᲐᲮᲐᲠᲯᲣᲚ 100 ᲚᲐᲠᲖᲔ ᲓᲐᲘᲑᲠᲣᲜᲔ 10 ᲚᲐᲠᲘ ᲥᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲮᲘᲗ

news image09 დეკემბერი, 2025

ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓᲘ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚ ᲡᲙᲝᲚᲐᲨᲘ

news image08 დეკემბერი, 2025

ᲥᲐᲚᲗᲐ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲒᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲐᲨᲘ ᲨᲔᲢᲐᲜᲘᲚᲘ ᲬᲕᲚᲘᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲡᲝᲙᲐᲠ ᲯᲝᲠᲯᲘᲐ ᲞᲔᲢᲠᲝᲚᲔᲣᲛᲘ ᲓᲐᲯᲘᲚᲓᲝᲕᲓᲐ

news image02 დეკემბერი, 2025

ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓᲘ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚ-ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲣᲚ ᲣᲛᲐᲦᲚᲔᲡ ᲡᲙᲝᲚᲐᲨᲘ