SOCAR

ᲡᲝᲙᲐᲠᲨᲘ ᲡᲐᲬᲕᲐᲕᲘᲡ ᲤᲐᲡᲛᲐ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲜᲐᲓ ᲓᲐᲘᲬᲘᲐ

30 ივლისი, 2024
news main image

წლების განმავლობაში, სოკარი ლოიალურ მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობდა სხვადასხვა აქციას. ენერჯი ბარათის მფლობელები ყოველთვის სარგებლობდნენ ფასდაკლებებით საწვავზე.

თუმცა, ბოლო პერიოდში საწვავის ფასი განუხრელად იზრდება, რაც გამოწვეულია არაერთი ფაქტორით, მათ შორისაა ვალუტის კურსი და მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა. ეს ფაქტორები განსაზღვრავს საწვავის ფასწარმოქმნას ნებისმიერი ნავთობკომპანიისთვის და, მათ შორის, სოკარისთვის.

სოკარი საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევს, ხარისხიანი და, ამავე დროს, ხელმისაწვდომი საწვავი მიაწოდოს საქართველოს მოქალაქეებს და ბოლო პერიოდში გაზრდილი ფასების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამციროს უკლებლივ ყველასთვის.

სწორედ ამიტომ, სოკარმა მაქსიმალურად გაითვალისწინა თითოეული მომხმარებლების ინტერესი და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფასდაკლება უკვე ფასმაჩვენებელზე აისახოს. შესაბამისად, დღეიდან საწვავზე შეღავათიანი ფასით ისარგებლებენ არა მხოლოდ ენერჯი ბარათის მფლობელები, არამედ - უკლებლივ ყველა მომხმარებელი. კერძოდ:

 საწვავი

 ძველი ფასი

 ძველი ფასი

ენერჯი ბარათით

 ახალი ფასი

 ნანო რეგულარი

 3.01

 2.92

 2.81

 ნანო პრემიუმი

 3.15

 3.06

 2.98

 ნანო სუპერი

 3.25

 3.16

 3.08

 ნანო დიზელი

 2.85

 2.76

 2.64

 ნანო ევრო დიზელი

 2.95

 2.86

 2.78

კომპანია განსაკუთრებით აფასებს მის ლოიალურ მომხმარებლებს და მათთვის წამახალისებელ აქციებს განაგრძობს.

ამ ეტაპზე, ენერჯი ბარათის მფლობელებს დაგროვების შესაძლებლობა აქვთ. კერძოდ, სოკარის ავტოგასამართ სადგურზე ყოველი 1 ლიტრი ბენზინის, ან დიზელის ტიპის საწვავის შეძენისას, ენერჯი ბარათზე მომხმარებელს 3 ქულა, ანუ 3 თეთრი ერიცხება. ხოლო თუ მომხმარებელი ენერჯი ბარათზე წინასწარ ბენზინის, ან დიზელის ტიპის საწვავს შეიძენს, ყოველ ერთ ლიტრზე 6 ქულა, ანუ 6 თეთრი დაერიცხება. ენერჯი ბარათზე დაგროვილი ქულების გადაცვლა შესაძლებელია საწვავში, კომუნალურ გადასახადებში, ან მობილური ბალანსის შესავსებად. შესაბამისად, ჩვეულებრივი რიგითი მომხმარებლებისგან განსხვავებით ენერჯი ბარათის მფლობელების მიერ მიღებული სიკეთე  მაინც მეტია და უკეთეს ფინანსურ შეთავაზებებს იღებენ.

დაგროვების სისტემის გარდა, სოკარი ენერჯი ბარათის მფლობელებისთვის პერიოდულად გამოაცხადებს ფასდაკლებებს, აქციებსა და გათამაშებებს. თუმცა ამ ეტაპზე, მათ შეუწყდებათ მუდმივი ექსკლუზიური ფასდაკლება ყველა ტიპის საწვავზე, გარდა ბუნებრივი აირისა. სანაცვლოდ, ისინი, ისევე როგორც ნებისმიერი მომხმარებელი, მიიღებენ უკეთეს საფასო შეთავაზებას სოკარის ნებისმიერ სადგურზე.

დაკავშირებული სიახლეები

news image13 მაისი, 2026

ᲬᲜᲝᲠᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲞᲐᲠᲙᲘᲡ ᲒᲐᲛᲬᲕᲐᲜᲔᲑᲐ

news image06 მაისი, 2026

ᲛᲝᲢᲝ ᲡᲔᲖᲝᲜᲘᲡ ᲒᲐᲮᲡᲜᲘᲡ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲐ

news image01 მაისი, 2026

ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲣᲠᲘ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ

news image07 აპრილი, 2026

ᲡᲐᲐᲦᲓᲒᲝᲛᲝ ᲥᲔᲨᲑᲔᲥ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲚᲘᲑᲔᲠᲗᲘ ᲑᲐᲜᲙᲘᲡᲒᲐᲜ

news image03 აპრილი, 2026

ᲡᲐᲐᲦᲓᲒᲝᲛᲝ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲡᲘᲚᲥ ᲑᲐᲜᲙᲘᲡ "ᲛᲔᲠᲔ" ᲑᲐᲠᲗᲘᲗ ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲘᲡᲐᲡ

news image24 მარტი, 2026

ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲗᲐ ᲡᲢᲐᲟᲘᲠᲔᲑᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲚᲐᲑᲝᲠᲐᲢᲝᲠᲘᲐᲨᲘ

news image12 მარტი, 2026

ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲔᲥᲡᲙᲚᲣᲖᲘᲣᲠᲘ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ GPI-ᲘᲡ ᲐᲕᲢᲝ ᲐᲥᲢᲘᲕᲘᲡ ᲞᲐᲙᲔᲢᲘᲡ ᲛᲤᲚᲝᲑᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

news image24 თებერვალი, 2026

ᲡᲝᲙᲐᲠᲛᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲨᲘ ᲡᲐᲛᲮᲠᲔᲗ ᲙᲐᲕᲙᲐᲡᲘᲐᲨᲘ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝ ᲓᲐᲛᲢᲔᲜᲘ ᲡᲐᲓᲒᲣᲠᲘ ᲒᲐᲮᲡᲜᲐ

news image26 იანვარი, 2026

ᲡᲝᲙᲐᲠᲘ X ᲞᲝᲖᲘᲢᲘᲣᲠᲘ ᲕᲘᲠᲣᲡᲘ - ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ „ᲐᲜᲒᲔᲚᲝᲖᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲐ“

news image05 იანვარი, 2026

ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ - ᲒᲐᲮᲓᲘ ᲡᲐᲜᲢᲐ 2026

news image03 იანვარი, 2026

2025 ᲬᲚᲘᲡ ᲑᲝᲚᲝ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲓᲦᲔ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲒᲣᲜᲓᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ

news image29 დეკემბერი, 2025

ᲐᲮᲐᲚᲘ ᲬᲚᲘᲡ ᲥᲕᲔᲚᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐ ᲛᲘᲣᲡᲐᲤᲐᲠᲘ ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

news image15 დეკემბერი, 2025

ᲡᲐᲐᲮᲐᲚᲬᲚᲝ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲨᲘ - ᲧᲝᲕᲔᲚ ᲓᲐᲮᲐᲠᲯᲣᲚ 100 ᲚᲐᲠᲖᲔ ᲓᲐᲘᲑᲠᲣᲜᲔ 10 ᲚᲐᲠᲘ ᲥᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲮᲘᲗ

news image09 დეკემბერი, 2025

ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓᲘ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚ ᲡᲙᲝᲚᲐᲨᲘ

news image08 დეკემბერი, 2025

ᲥᲐᲚᲗᲐ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲒᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲐᲨᲘ ᲨᲔᲢᲐᲜᲘᲚᲘ ᲬᲕᲚᲘᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲡᲝᲙᲐᲠ ᲯᲝᲠᲯᲘᲐ ᲞᲔᲢᲠᲝᲚᲔᲣᲛᲘ ᲓᲐᲯᲘᲚᲓᲝᲕᲓᲐ

news image02 დეკემბერი, 2025

ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓᲘ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚ-ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲣᲚ ᲣᲛᲐᲦᲚᲔᲡ ᲡᲙᲝᲚᲐᲨᲘ