SOCAR
station image

ზურა გამთენაძე

პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ზურა გამთენაძე არის ეკონომიკის დოქტორანტი და მაგისტრი საჯარო მმართველობაში. ფლობს პროექტების მართვის პროფესიონალის (PMP) საერთაშორისო სერტიფიკატს და არის ასოცირებული პროფესორი მენეჯმენტის მიმართულებით. ის ასწავლის პროექტების მართვას, ლოჯისტიკასა და საოპერაციო საკითხებს რამდენიმე უნივერსიტეტში.


ზურა გამთენაძეს 7 წელზე მეტი გამოცდილება აქვს პროექტების, პროგრამებისა და საერთაშორისო პარტნიორობის მართვაში, საერთაშორისო განვითარების პროგრამების, ტექნოლოგიების, ლოჯისტიკისა და საგანმანათლებლო მიმართულებით. მისი საქმიანობა მოიცავდა პროექტების სრული ციკლის მართვას, პროცესების ორგანიზებას, გუნდებისა და პარტნიორების კოორდინაციას და პროექტების გაზომვადი შედეგებით დასრულებას.


2026 წლის ივნისიდან ზურა გამთენაძე იკავებს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის პროექტების მართვის ხელმძღვანელის პოზიციას.