ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲣᲠᲘ ᲰᲐᲙᲐᲗᲝᲜᲘ - ENERGO HACK 2025

16 სექტემბერი, 2025
news main image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, კასპის ტექნოპარკმა უმასპინძლა ჰაკათონის Energo Hack 2025 დემო დღეს, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები და დაჯილდოვდნენ ენერგეტიკის სექტორში საუკეთესო ინოვაციური სტარტაპ იდეებისა და პროტოტიპების ავტორები.


პირველი ადგილის მფლობელი გახდა გუნდი EcoMetrics, რომელმაც მიიღო GITA-ს 10,000 ლარის ოდენობის გრანტი. გუნდის მიერ შექმნილი თამაშის სტილის აპლიკაცია მომხმარებლებს რჩევებით, გამოწვევებითა და თამაშებით ასწავლის ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის ეფექტურ გამოყენებას, რაც მოხმარებას საშუალოდ 10-20%-მდე ამცირებს.


ჰაკათონის პარტნიორმა სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა გამოავლინა საკუთარი რჩეული გუნდი და თითოეულ წევრს საწვავის ვაუჩერი გადასცა. სოკარის რჩეული გახდა გუნდი Energo Horse, რომლის ინოვაციური გადაწყვეტაა IoT მრიცხველი, რომელიც ნებისმიერ სტანდარტულ, არაციფრულ მრიცხველს სრულფასოვან ციფრულ მოწყობილობად აქცევს. ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ტრადიციული ციფრული მრიცხველების დანერგვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. Energo Horse-ის მოდული კი საშუალებას იძლევა არსებული მრიცხველები „ჭკვიან“ მრიცხველებად გარდაიქმნას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დანახარჯებს.


ჰაკათონის მთავარი მიზანი იყო ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი გადასაჭრელად ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე კონკრეტული პროტოტიპების შექმნა.


60-მდე მონაწილე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 38 საათის განმავლობაში, კასპის ტექნოპარკში ინტენსიურად მუშაობდა საკუთარ იდეებსა და პროტოტიპებზე. დასკვნით ეტაპზე კონკურსანტებმა 23 პროექტი წარადგინეს კომპეტენტური კომისიის წინაშე.


პროექტის მიზანი ასევე იყო კომპანიებსა და ინოვატორებს შორის ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების სტიმულირება, კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე სტარტაპ იდეებისა და პროტოტიპების შექმნა, რეგიონებში ინოვაციური აზროვნებისა და უნარების განვითარება და ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში.


Energo Hack 2025-ში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის დარგის მწარმოებელმა კომპანიებმა, მეწარმეებმა, სტარტაპებმა, სტუდენტებმა და ინოვატორებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროტოტიპირებით, ინჟინერიით (განსაკუთრებით ენერგო/ელექტრო), პროგრამირებით, დიზაინითა და ტექნოლოგიური მეწარმეობით.

additional images
additional images
additional images
additional images
additional images

დაკავშირებული სიახლეები

news image06 მაისი, 2026

ᲛᲝᲢᲝ ᲡᲔᲖᲝᲜᲘᲡ ᲒᲐᲮᲡᲜᲘᲡ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲐ

news image01 მაისი, 2026

ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲣᲠᲘ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ

news image07 აპრილი, 2026

ᲡᲐᲐᲦᲓᲒᲝᲛᲝ ᲥᲔᲨᲑᲔᲥ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲚᲘᲑᲔᲠᲗᲘ ᲑᲐᲜᲙᲘᲡᲒᲐᲜ

news image03 აპრილი, 2026

ᲡᲐᲐᲦᲓᲒᲝᲛᲝ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲡᲘᲚᲥ ᲑᲐᲜᲙᲘᲡ "ᲛᲔᲠᲔ" ᲑᲐᲠᲗᲘᲗ ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲘᲡᲐᲡ

news image24 მარტი, 2026

ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲗᲐ ᲡᲢᲐᲟᲘᲠᲔᲑᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲚᲐᲑᲝᲠᲐᲢᲝᲠᲘᲐᲨᲘ

news image12 მარტი, 2026

ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲔᲥᲡᲙᲚᲣᲖᲘᲣᲠᲘ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ GPI-ᲘᲡ ᲐᲕᲢᲝ ᲐᲥᲢᲘᲕᲘᲡ ᲞᲐᲙᲔᲢᲘᲡ ᲛᲤᲚᲝᲑᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

news image24 თებერვალი, 2026

ᲡᲝᲙᲐᲠᲛᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲨᲘ ᲡᲐᲛᲮᲠᲔᲗ ᲙᲐᲕᲙᲐᲡᲘᲐᲨᲘ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝ ᲓᲐᲛᲢᲔᲜᲘ ᲡᲐᲓᲒᲣᲠᲘ ᲒᲐᲮᲡᲜᲐ

news image26 იანვარი, 2026

ᲡᲝᲙᲐᲠᲘ X ᲞᲝᲖᲘᲢᲘᲣᲠᲘ ᲕᲘᲠᲣᲡᲘ - ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ „ᲐᲜᲒᲔᲚᲝᲖᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲐ“

news image05 იანვარი, 2026

ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ - ᲒᲐᲮᲓᲘ ᲡᲐᲜᲢᲐ 2026

news image03 იანვარი, 2026

2025 ᲬᲚᲘᲡ ᲑᲝᲚᲝ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲓᲦᲔ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲒᲣᲜᲓᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ

news image29 დეკემბერი, 2025

ᲐᲮᲐᲚᲘ ᲬᲚᲘᲡ ᲥᲕᲔᲚᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐ ᲛᲘᲣᲡᲐᲤᲐᲠᲘ ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

news image15 დეკემბერი, 2025

ᲡᲐᲐᲮᲐᲚᲬᲚᲝ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲨᲘ - ᲧᲝᲕᲔᲚ ᲓᲐᲮᲐᲠᲯᲣᲚ 100 ᲚᲐᲠᲖᲔ ᲓᲐᲘᲑᲠᲣᲜᲔ 10 ᲚᲐᲠᲘ ᲥᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲮᲘᲗ

news image09 დეკემბერი, 2025

ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓᲘ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚ ᲡᲙᲝᲚᲐᲨᲘ

news image08 დეკემბერი, 2025

ᲥᲐᲚᲗᲐ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲒᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲐᲨᲘ ᲨᲔᲢᲐᲜᲘᲚᲘ ᲬᲕᲚᲘᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲡᲝᲙᲐᲠ ᲯᲝᲠᲯᲘᲐ ᲞᲔᲢᲠᲝᲚᲔᲣᲛᲘ ᲓᲐᲯᲘᲚᲓᲝᲕᲓᲐ

news image02 დეკემბერი, 2025

ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓᲘ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚ-ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲣᲚ ᲣᲛᲐᲦᲚᲔᲡ ᲡᲙᲝᲚᲐᲨᲘ

news image01 დეკემბერი, 2025

2024 ᲬᲔᲚᲡ ᲔᲜᲔᲠᲯᲘ ᲑᲐᲠᲐᲗᲖᲔ ᲓᲐᲒᲠᲝᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲥᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲕᲐᲓᲐ ᲘᲬᲣᲠᲔᲑᲐ