ᲡᲝᲙᲐᲠᲨᲘ ᲡᲐᲬᲕᲐᲕᲘᲡ ᲤᲐᲡᲛᲐ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲜᲐᲓ ᲓᲐᲘᲬᲘᲐ
30 ივლისი, 2024
წლების განმავლობაში, სოკარი ლოიალურ მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობდა სხვადასხვა აქციას. ენერჯი ბარათის მფლობელები ყოველთვის სარგებლობდნენ ფასდაკლებებით საწვავზე.
თუმცა, ბოლო პერიოდში საწვავის ფასი განუხრელად იზრდება, რაც გამოწვეულია არაერთი ფაქტორით, მათ შორისაა ვალუტის კურსი და მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა. ეს ფაქტორები განსაზღვრავს საწვავის ფასწარმოქმნას ნებისმიერი ნავთობკომპანიისთვის და, მათ შორის, სოკარისთვის.
სოკარი საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევს, ხარისხიანი და, ამავე დროს, ხელმისაწვდომი საწვავი მიაწოდოს საქართველოს მოქალაქეებს და ბოლო პერიოდში გაზრდილი ფასების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამციროს უკლებლივ ყველასთვის.
სწორედ ამიტომ, სოკარმა მაქსიმალურად გაითვალისწინა თითოეული მომხმარებლების ინტერესი და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფასდაკლება უკვე ფასმაჩვენებელზე აისახოს. შესაბამისად, დღეიდან საწვავზე შეღავათიანი ფასით ისარგებლებენ არა მხოლოდ ენერჯი ბარათის მფლობელები, არამედ - უკლებლივ ყველა მომხმარებელი. კერძოდ:
|
საწვავი |
ძველი ფასი |
ძველი ფასი ენერჯი ბარათით |
ახალი ფასი |
|
ნანო რეგულარი |
3.01 |
2.92 |
2.81 |
|
ნანო პრემიუმი |
3.15 |
3.06 |
2.98 |
|
ნანო სუპერი |
3.25 |
3.16 |
3.08 |
|
ნანო დიზელი |
2.85 |
2.76 |
2.64 |
|
ნანო ევრო დიზელი |
2.95 |
2.86 |
2.78 |
კომპანია განსაკუთრებით აფასებს მის ლოიალურ მომხმარებლებს და მათთვის წამახალისებელ აქციებს განაგრძობს.
ამ ეტაპზე, ენერჯი ბარათის მფლობელებს დაგროვების შესაძლებლობა აქვთ. კერძოდ, სოკარის ავტოგასამართ სადგურზე ყოველი 1 ლიტრი ბენზინის, ან დიზელის ტიპის საწვავის შეძენისას, ენერჯი ბარათზე მომხმარებელს 3 ქულა, ანუ 3 თეთრი ერიცხება. ხოლო თუ მომხმარებელი ენერჯი ბარათზე წინასწარ ბენზინის, ან დიზელის ტიპის საწვავს შეიძენს, ყოველ ერთ ლიტრზე 6 ქულა, ანუ 6 თეთრი დაერიცხება. ენერჯი ბარათზე დაგროვილი ქულების გადაცვლა შესაძლებელია საწვავში, კომუნალურ გადასახადებში, ან მობილური ბალანსის შესავსებად. შესაბამისად, ჩვეულებრივი რიგითი მომხმარებლებისგან განსხვავებით ენერჯი ბარათის მფლობელების მიერ მიღებული სიკეთე მაინც მეტია და უკეთეს ფინანსურ შეთავაზებებს იღებენ.
დაგროვების სისტემის გარდა, სოკარი ენერჯი ბარათის მფლობელებისთვის პერიოდულად გამოაცხადებს ფასდაკლებებს, აქციებსა და გათამაშებებს. თუმცა ამ ეტაპზე, მათ შეუწყდებათ მუდმივი ექსკლუზიური ფასდაკლება ყველა ტიპის საწვავზე, გარდა ბუნებრივი აირისა. სანაცვლოდ, ისინი, ისევე როგორც ნებისმიერი მომხმარებელი, მიიღებენ უკეთეს საფასო შეთავაზებას სოკარის ნებისმიერ სადგურზე.
დაკავშირებული სიახლეები
13 მაისი, 2026ᲬᲜᲝᲠᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲞᲐᲠᲙᲘᲡ ᲒᲐᲛᲬᲕᲐᲜᲔᲑᲐ
06 მაისი, 2026ᲛᲝᲢᲝ ᲡᲔᲖᲝᲜᲘᲡ ᲒᲐᲮᲡᲜᲘᲡ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲐ
01 მაისი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲣᲠᲘ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ
07 აპრილი, 2026ᲡᲐᲐᲦᲓᲒᲝᲛᲝ ᲥᲔᲨᲑᲔᲥ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲚᲘᲑᲔᲠᲗᲘ ᲑᲐᲜᲙᲘᲡᲒᲐᲜ
03 აპრილი, 2026ᲡᲐᲐᲦᲓᲒᲝᲛᲝ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲡᲘᲚᲥ ᲑᲐᲜᲙᲘᲡ "ᲛᲔᲠᲔ" ᲑᲐᲠᲗᲘᲗ ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲘᲡᲐᲡ
24 მარტი, 2026ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲗᲐ ᲡᲢᲐᲟᲘᲠᲔᲑᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲚᲐᲑᲝᲠᲐᲢᲝᲠᲘᲐᲨᲘ
12 მარტი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲔᲥᲡᲙᲚᲣᲖᲘᲣᲠᲘ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ GPI-ᲘᲡ ᲐᲕᲢᲝ ᲐᲥᲢᲘᲕᲘᲡ ᲞᲐᲙᲔᲢᲘᲡ ᲛᲤᲚᲝᲑᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
24 თებერვალი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲛᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲨᲘ ᲡᲐᲛᲮᲠᲔᲗ ᲙᲐᲕᲙᲐᲡᲘᲐᲨᲘ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝ ᲓᲐᲛᲢᲔᲜᲘ ᲡᲐᲓᲒᲣᲠᲘ ᲒᲐᲮᲡᲜᲐ
26 იანვარი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲘ X ᲞᲝᲖᲘᲢᲘᲣᲠᲘ ᲕᲘᲠᲣᲡᲘ - ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ „ᲐᲜᲒᲔᲚᲝᲖᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲐ“
05 იანვარი, 2026ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ - ᲒᲐᲮᲓᲘ ᲡᲐᲜᲢᲐ 2026
03 იანვარი, 20262025 ᲬᲚᲘᲡ ᲑᲝᲚᲝ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲓᲦᲔ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲒᲣᲜᲓᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ
29 დეკემბერი, 2025ᲐᲮᲐᲚᲘ ᲬᲚᲘᲡ ᲥᲕᲔᲚᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐ ᲛᲘᲣᲡᲐᲤᲐᲠᲘ ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
15 დეკემბერი, 2025ᲡᲐᲐᲮᲐᲚᲬᲚᲝ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲨᲘ - ᲧᲝᲕᲔᲚ ᲓᲐᲮᲐᲠᲯᲣᲚ 100 ᲚᲐᲠᲖᲔ ᲓᲐᲘᲑᲠᲣᲜᲔ 10 ᲚᲐᲠᲘ ᲥᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲮᲘᲗ
09 დეკემბერი, 2025ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓᲘ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚ ᲡᲙᲝᲚᲐᲨᲘ
08 დეკემბერი, 2025ᲥᲐᲚᲗᲐ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲒᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲐᲨᲘ ᲨᲔᲢᲐᲜᲘᲚᲘ ᲬᲕᲚᲘᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲡᲝᲙᲐᲠ ᲯᲝᲠᲯᲘᲐ ᲞᲔᲢᲠᲝᲚᲔᲣᲛᲘ ᲓᲐᲯᲘᲚᲓᲝᲕᲓᲐ
02 დეკემბერი, 2025