CARBOX - ᲔᲥᲡᲙᲚᲣᲖᲘᲣᲠᲘ ᲡᲐᲡᲐᲩᲣᲥᲠᲔ ᲜᲐᲙᲠᲔᲑᲘ ᲚᲘᲪᲔᲜᲖᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲢᲐᲥᲡᲘᲡ ᲛᲫᲦᲝᲚᲔᲑᲘᲡᲐᲗᲕᲘᲡ
30 ივლისი, 2024
„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა“, „გრინვეიმ“ და „ამბოლმა“, სპეციალურად, ლიცენზირებული ტაქსის მძღოლებისთვის, ახალი შეთავაზება - CarBox შექმნეს. ეს არის სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც მძღოლებისთვის სასურველ და აუცილებელ ვაუჩერებსა და ფასდაკლებებს შეიცავს.
ამ სასაჩუქრე ნაკრების მიღება თბილისში, ნებისმიერი ლიცენზირებული ტაქსის მძღოლს შეუძლია „გრინვეიში“ ტექისნპექტირების გავლისთანავე, ან „სოკარის“ სერვისცენტრებში.
ნაკრებში შედის „სოკარის“ სპეციალური ენერჯი ბარათი, რომელიც ლიცენზირებულ ტაქსის მძღოლებს სპეციალურ, 20 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს ბენზინსა და დიზელზე. გარდა ამისა, ყოველ შეძენილ 1 ლიტრ ბენზინზე, ან დიზელზე ბარათის მფლობელს 3 თეთრი უგროვდება. ონლაინ შეძენისას კი თანხა ორმაგდება და ბარათზე 6 თეთრი გროვდება. ფასდაკლება ვრცელდება გაზზეც და მომხმარებლებს ამ ბარათით გაზის შეძენა 10 თეთრიანი ფასდაკლებით შეეძლებათ.
CarBox-ში ტაქსის მძღოლები ასევე ნახავენ „ამბოლის“ 30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სამუხრუჭე ხუნდების შეძენისას. ამბოლისგან ისინი დასაჩუქრდებიან ზეთის შეძენის შემთხვევაშიც - 3 ლიტრი ზეთის შეძენისას 1 ლიტრს საჩუქრად მიიღებენ.
გარდა ამისა, ტაქსის მძღოლებს CarBox-ში დახვდებათ თანამედროვე თვითმომსახურების სამრეცხაოების ქსელის, „გრინვოშის“ ვაუჩერი. „გრინვოშის სამრეცხაო ცენტრები მუშაობს 24 საათის განმავლობაში. მძღოლებს შეუძლიათ თავად გარეცხონ საკუთარი ავტომობილი, აირჩიონ რეცხვის რეჟიმი, სარეცხი ხსნარები და რეცხვის ხანგრძლივობა.
CarBox-ის მიღება ლიცენზირებულ ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ მხოლოდ პირადობისა და ტექ. პასპორტის წარდგენის შემთხვევაში, თბილისში მდებარე „სოკარისა“ და „გრინვეის“ ნებისმიერ სერვის ცენტრში.
სოკარის სერვის ცენტრების მისამართებია (ცხელი ხაზი *0001):
- ცინცაძის ქ. #55;
- მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ;
- აეროპორტის სერვის ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ (ვარკეთილის ჩასახვევთან);
გრინვეის სერვის ცენტრების მისამართების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://umartivesad.ge/ka/service-centers
მიმდინარე სპეც ფასდაკლების პირობა მოქმედებს მინიმუმ 100 ლიტრი ბენზინი/ დიზელის და 80 კუბი ბუნებრივი აირის ყოველთვიური მოხმარების შემთხვევაში
დაკავშირებული სიახლეები
13 მაისი, 2026ᲬᲜᲝᲠᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲞᲐᲠᲙᲘᲡ ᲒᲐᲛᲬᲕᲐᲜᲔᲑᲐ
06 მაისი, 2026ᲛᲝᲢᲝ ᲡᲔᲖᲝᲜᲘᲡ ᲒᲐᲮᲡᲜᲘᲡ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲐ
01 მაისი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲣᲠᲘ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ
07 აპრილი, 2026ᲡᲐᲐᲦᲓᲒᲝᲛᲝ ᲥᲔᲨᲑᲔᲥ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲚᲘᲑᲔᲠᲗᲘ ᲑᲐᲜᲙᲘᲡᲒᲐᲜ
03 აპრილი, 2026ᲡᲐᲐᲦᲓᲒᲝᲛᲝ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲡᲘᲚᲥ ᲑᲐᲜᲙᲘᲡ "ᲛᲔᲠᲔ" ᲑᲐᲠᲗᲘᲗ ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲘᲡᲐᲡ
24 მარტი, 2026ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲗᲐ ᲡᲢᲐᲟᲘᲠᲔᲑᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲚᲐᲑᲝᲠᲐᲢᲝᲠᲘᲐᲨᲘ
12 მარტი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲔᲥᲡᲙᲚᲣᲖᲘᲣᲠᲘ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ GPI-ᲘᲡ ᲐᲕᲢᲝ ᲐᲥᲢᲘᲕᲘᲡ ᲞᲐᲙᲔᲢᲘᲡ ᲛᲤᲚᲝᲑᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
24 თებერვალი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲛᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲨᲘ ᲡᲐᲛᲮᲠᲔᲗ ᲙᲐᲕᲙᲐᲡᲘᲐᲨᲘ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝ ᲓᲐᲛᲢᲔᲜᲘ ᲡᲐᲓᲒᲣᲠᲘ ᲒᲐᲮᲡᲜᲐ
26 იანვარი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲘ X ᲞᲝᲖᲘᲢᲘᲣᲠᲘ ᲕᲘᲠᲣᲡᲘ - ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ „ᲐᲜᲒᲔᲚᲝᲖᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲐ“
05 იანვარი, 2026ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ - ᲒᲐᲮᲓᲘ ᲡᲐᲜᲢᲐ 2026
03 იანვარი, 20262025 ᲬᲚᲘᲡ ᲑᲝᲚᲝ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲓᲦᲔ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲒᲣᲜᲓᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ
29 დეკემბერი, 2025ᲐᲮᲐᲚᲘ ᲬᲚᲘᲡ ᲥᲕᲔᲚᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐ ᲛᲘᲣᲡᲐᲤᲐᲠᲘ ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
15 დეკემბერი, 2025ᲡᲐᲐᲮᲐᲚᲬᲚᲝ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲨᲘ - ᲧᲝᲕᲔᲚ ᲓᲐᲮᲐᲠᲯᲣᲚ 100 ᲚᲐᲠᲖᲔ ᲓᲐᲘᲑᲠᲣᲜᲔ 10 ᲚᲐᲠᲘ ᲥᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲮᲘᲗ
09 დეკემბერი, 2025ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓᲘ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚ ᲡᲙᲝᲚᲐᲨᲘ
08 დეკემბერი, 2025ᲥᲐᲚᲗᲐ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲒᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲐᲨᲘ ᲨᲔᲢᲐᲜᲘᲚᲘ ᲬᲕᲚᲘᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲡᲝᲙᲐᲠ ᲯᲝᲠᲯᲘᲐ ᲞᲔᲢᲠᲝᲚᲔᲣᲛᲘ ᲓᲐᲯᲘᲚᲓᲝᲕᲓᲐ
02 დეკემბერი, 2025