ᲡᲝᲙᲐᲠᲘ ᲛᲖᲘᲡ ᲔᲜᲔᲠᲒᲘᲘᲗ ᲐᲕᲢᲝᲒᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗ ᲡᲐᲓᲒᲣᲠᲔᲑᲡ ᲐᲛᲐᲠᲐᲒᲔᲑᲡ
30 ივლისი, 2024
კომპანია „სოკარის“ საქმიანობა საქართველოში უცვლელად ეფუძნება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის 5 ძირითად სტანდარტს - ახალგაზრდების განვითარება, ქალთა უფლებების დაცვა, შშმ პირთა და ხანდაზმულთა მხარდაჭერა, შრომის უსაფრთხოება და ეკოლოგია. ამ მიმართულებების გასაძლიერებლად „სოკარს“ არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოში და ყოველი მათგანი შესრულებულია თანამედროვე ბიზნესის ძირითადი პრინციპის - გამჭვირვალობის დაცვით! სწორედ ამიტომ, საზოგადოებას მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია „სოკარის“ მიზნებისა და ამა თუ იმ პროგრამის რეალიზებისთვის გამოყენებული რესურსების შესახებ.
გარემოს დაცვის მიმართულებით კომპანიის მიერ უკვე გადადგმულია მთელი რიგი ნოვატორული და შთამბეჭდავი ნაბიჯი, რომელთა შორის განსაკუთრებით თვალსაჩინო ადგილი უკავია მზის პანელებით ენერგიის გამომუშავების პროგრამას.
ამ პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე კვირის წინ, „სოკარის“ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ობიექტზე, თბილისის ზღვაზე განლაგებულ ავტოგასამართ სადგურზე, დამონტაჟდა მზის პანელები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ეს უკვე მეორე ავტოგასამართი სადგურია თბილისში, რომელიც ოპერირებს მზის ენერგიის გამოყენებით.
მზის პანელების დაპროექტებისა და ავტოგასამართ სადგურებზე დამონტაჟების მიზნით, „სოკარმა“ მოიწვია კომპანია Sonnenschmied-ის გამოცდილი კონსტრუქტორი-სპეციალისტები გერმანიიდან, რითაც უზრუნველყოფილი იქნა სამუშაოების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით განხორიცელება - პროექტში გამოყენებული თითოეულ კომპონენტი დამოწმებულია ევროკავშირის ერთიანი ბაზრისათვის აუცილებელი ხარისხის სერტიფიკატით.
ავტოგასამართი სადგურების სახურავზე 200კვ.მ ფართობზე განთავსებული მზის პანელების პიკური სიმძლავრე 39,6 კვტ-ს შეადგენს, რაც წლის განმავლობაში იძლევა 48 ათასამდე კვტ/სთ ენერგიის გამომუშავების საშუალებას. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის წლიური გაფრქვევა 28,7 ტონით ნაკლები იქნება.
თბილისის ზღვისა და აღმაშენებლის ხეივანზე, ბოტანიკის ინსტიტუტთან განლაგებულ „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე მზის პანელებით გამომუშავებული ენერგია მოხმარებული იქნება ავტოგასამართი სადგურის მიერ, მათ შორის ელექტრომობილების დამტენის და „Way Mart”-ის საცალო ვაჭრობის ცენტრების მიერ.
კომპანია იკვლევს შესაძლებლობებს იმისათვის, რომ ახლო მომავალში, კიდევ უფრო მასშტაბური პროექტები განახორციელოს ამ მიმართულებით. საუბარია დამოუკიდებელ სიმძლავრეებზე, რომლებიც მოამარაგებენ სოკარის ავტოგასამართ სადგურებს მზისგან მიღებული ელექტროენერგიით. გარდა ამისა, „სოკარის“ სამომავლო გეგმები ვარაუდობს მზის პანელების მეშვეობით ელექტრომობილების სწრაფი დამუხტვის ცენტრების შექმნასაც.
სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში „სოკარი“ არის პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტების განხორციელება, რაც კიდევ უფრო აახლოვებს ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებთან ამ სფეროში.
დაკავშირებული სიახლეები
13 მაისი, 2026ᲬᲜᲝᲠᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲞᲐᲠᲙᲘᲡ ᲒᲐᲛᲬᲕᲐᲜᲔᲑᲐ
06 მაისი, 2026ᲛᲝᲢᲝ ᲡᲔᲖᲝᲜᲘᲡ ᲒᲐᲮᲡᲜᲘᲡ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲐ
01 მაისი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲣᲠᲘ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ
07 აპრილი, 2026ᲡᲐᲐᲦᲓᲒᲝᲛᲝ ᲥᲔᲨᲑᲔᲥ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲚᲘᲑᲔᲠᲗᲘ ᲑᲐᲜᲙᲘᲡᲒᲐᲜ
03 აპრილი, 2026ᲡᲐᲐᲦᲓᲒᲝᲛᲝ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲡᲘᲚᲥ ᲑᲐᲜᲙᲘᲡ "ᲛᲔᲠᲔ" ᲑᲐᲠᲗᲘᲗ ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲘᲡᲐᲡ
24 მარტი, 2026ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲗᲐ ᲡᲢᲐᲟᲘᲠᲔᲑᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲚᲐᲑᲝᲠᲐᲢᲝᲠᲘᲐᲨᲘ
12 მარტი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲔᲥᲡᲙᲚᲣᲖᲘᲣᲠᲘ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ GPI-ᲘᲡ ᲐᲕᲢᲝ ᲐᲥᲢᲘᲕᲘᲡ ᲞᲐᲙᲔᲢᲘᲡ ᲛᲤᲚᲝᲑᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
24 თებერვალი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲛᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲨᲘ ᲡᲐᲛᲮᲠᲔᲗ ᲙᲐᲕᲙᲐᲡᲘᲐᲨᲘ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝ ᲓᲐᲛᲢᲔᲜᲘ ᲡᲐᲓᲒᲣᲠᲘ ᲒᲐᲮᲡᲜᲐ
26 იანვარი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲘ X ᲞᲝᲖᲘᲢᲘᲣᲠᲘ ᲕᲘᲠᲣᲡᲘ - ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ „ᲐᲜᲒᲔᲚᲝᲖᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲐ“
05 იანვარი, 2026ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ - ᲒᲐᲮᲓᲘ ᲡᲐᲜᲢᲐ 2026
03 იანვარი, 20262025 ᲬᲚᲘᲡ ᲑᲝᲚᲝ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲓᲦᲔ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲒᲣᲜᲓᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ
29 დეკემბერი, 2025ᲐᲮᲐᲚᲘ ᲬᲚᲘᲡ ᲥᲕᲔᲚᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐ ᲛᲘᲣᲡᲐᲤᲐᲠᲘ ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
15 დეკემბერი, 2025ᲡᲐᲐᲮᲐᲚᲬᲚᲝ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲨᲘ - ᲧᲝᲕᲔᲚ ᲓᲐᲮᲐᲠᲯᲣᲚ 100 ᲚᲐᲠᲖᲔ ᲓᲐᲘᲑᲠᲣᲜᲔ 10 ᲚᲐᲠᲘ ᲥᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲮᲘᲗ
09 დეკემბერი, 2025ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓᲘ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚ ᲡᲙᲝᲚᲐᲨᲘ
08 დეკემბერი, 2025ᲥᲐᲚᲗᲐ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲒᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲐᲨᲘ ᲨᲔᲢᲐᲜᲘᲚᲘ ᲬᲕᲚᲘᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲡᲝᲙᲐᲠ ᲯᲝᲠᲯᲘᲐ ᲞᲔᲢᲠᲝᲚᲔᲣᲛᲘ ᲓᲐᲯᲘᲚᲓᲝᲕᲓᲐ
02 დეკემბერი, 2025