ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲙᲕᲘᲠᲔᲣᲚᲘ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲒᲣᲜᲓᲘᲡᲗᲕᲘᲡ
11 დეკემბერი, 2024
სოკარის სათაო ოფისში, გაიმართა ჯანმრთელობის კვირეული, რომლის მიზანი იყო თანამშრომლებს შორის ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
ღონისძიებათა სერიას უძღვებოდნენ სხვადასხვა სფეროს წამყვანი სპეციალისტები, რომლებმაც მრავალფეროვანი თემები წარმოადგინეს. თანამშრომლებმა მიიღეს ღირებული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიმართულებით.
მოწვეულმა პროფესიონალებმა ჩაატარეს სამუშაო სესიები და ტრენინგები, რომლებიც კვებას, სპორტულ აქტივობებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას შეეხებოდა. მათ ჯანმრთელობის შენარჩუნების პროგრამები წარმოადგინეს და დამსწრეებს ოფთალმოლოგიური კონსულტაცია გაუწიეს.
ასევე, თანამშრომლებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეესწავლათ ექსტრემალურ სიტუაციებში თავდაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკები.
სოკარი ამკვიდრებს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო სივრცის კულტურას და ხელს უწყობს მისი გუნდის წევრების კეთილდღეობას, როგორც სამსახურში, ისე მის გარეთ. ექსპერტების რჩევებსა და სპეციალურად შემუშავებულ პროგრამებზე ხელმისაწვდომობა, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრებისთვის ვუზრუნველყოფთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ღირებულებებისადმი ერთგულებას.
ჯანმრთელობის კვირეულისადმი გამოხატული დიდი ინტერესი გვიბიძგებს ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს გაუმჯობესებისადმი მიმართული სხვა პროგრამების დანერგვისკენ. მომავალში ეს მიმართულება კიდევ უფრო მეტად იქნება გათვალისწინებული ჩვენს კორპორატიულ კულტურაში.
დაკავშირებული სიახლეები
24 თებერვალი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲛᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲨᲘ ᲡᲐᲛᲮᲠᲔᲗ ᲙᲐᲕᲙᲐᲡᲘᲐᲨᲘ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝ ᲓᲐᲛᲢᲔᲜᲘ ᲡᲐᲓᲒᲣᲠᲘ ᲒᲐᲮᲡᲜᲐ
26 იანვარი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲘ X ᲞᲝᲖᲘᲢᲘᲣᲠᲘ ᲕᲘᲠᲣᲡᲘ - ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ „ᲐᲜᲒᲔᲚᲝᲖᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲐ“
05 იანვარი, 2026ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ - ᲒᲐᲮᲓᲘ ᲡᲐᲜᲢᲐ 2026
03 იანვარი, 20262025 ᲬᲚᲘᲡ ᲑᲝᲚᲝ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲓᲦᲔ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲒᲣᲜᲓᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ
29 დეკემბერი, 2025ᲐᲮᲐᲚᲘ ᲬᲚᲘᲡ ᲥᲕᲔᲚᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐ ᲛᲘᲣᲡᲐᲤᲐᲠᲘ ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
15 დეკემბერი, 2025ᲡᲐᲐᲮᲐᲚᲬᲚᲝ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲨᲘ - ᲧᲝᲕᲔᲚ ᲓᲐᲮᲐᲠᲯᲣᲚ 100 ᲚᲐᲠᲖᲔ ᲓᲐᲘᲑᲠᲣᲜᲔ 10 ᲚᲐᲠᲘ ᲥᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲮᲘᲗ
09 დეკემბერი, 2025ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓᲘ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚ ᲡᲙᲝᲚᲐᲨᲘ
08 დეკემბერი, 2025ᲥᲐᲚᲗᲐ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲒᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲐᲨᲘ ᲨᲔᲢᲐᲜᲘᲚᲘ ᲬᲕᲚᲘᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲡᲝᲙᲐᲠ ᲯᲝᲠᲯᲘᲐ ᲞᲔᲢᲠᲝᲚᲔᲣᲛᲘ ᲓᲐᲯᲘᲚᲓᲝᲕᲓᲐ
02 დეკემბერი, 2025ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓᲘ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚ-ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲣᲚ ᲣᲛᲐᲦᲚᲔᲡ ᲡᲙᲝᲚᲐᲨᲘ
01 დეკემბერი, 20252024 ᲬᲔᲚᲡ ᲔᲜᲔᲠᲯᲘ ᲑᲐᲠᲐᲗᲖᲔ ᲓᲐᲒᲠᲝᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲥᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲕᲐᲓᲐ ᲘᲬᲣᲠᲔᲑᲐ
27 ნოემბერი, 2025ᲨᲐᲕᲘ ᲞᲐᲠᲐᲡᲙᲔᲕᲘᲡ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲛᲔᲠᲔ ᲑᲐᲠᲐᲗᲘᲗ ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲘᲡᲐᲡ
17 ნოემბერი, 2025ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲗᲕᲔ ᲡᲝᲙᲐᲠᲨᲘ
07 ნოემბერი, 2025OFF-ROAD CLUB GEORGIA ᲘᲡᲚᲐᲜᲓᲘᲐᲨᲘ
23 ოქტომბერი, 2025ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲣᲠᲘ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲨᲘ - ᲓᲐᲡᲐᲥᲛᲓᲘ ᲓᲐ ᲛᲘᲘᲦᲔ ᲡᲬᲐᲕᲚᲘᲡ ᲓᲐᲤᲘᲜᲐᲜᲡᲔᲑᲐ
16 ოქტომბერი, 2025ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲔᲑᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲔᲑᲘ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲜᲐᲕᲗᲝᲑᲑᲐᲖᲐᲖᲔ
09 ოქტომბერი, 2025

