SOCAR

ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲙᲕᲘᲠᲔᲣᲚᲘ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲒᲣᲜᲓᲘᲡᲗᲕᲘᲡ

11 დეკემბერი, 2024
news main image

სოკარის სათაო ოფისში, გაიმართა ჯანმრთელობის კვირეული, რომლის მიზანი იყო თანამშრომლებს შორის ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.


ღონისძიებათა სერიას უძღვებოდნენ სხვადასხვა სფეროს წამყვანი სპეციალისტები, რომლებმაც მრავალფეროვანი თემები წარმოადგინეს. თანამშრომლებმა მიიღეს ღირებული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიმართულებით.


მოწვეულმა პროფესიონალებმა ჩაატარეს სამუშაო სესიები და ტრენინგები, რომლებიც კვებას, სპორტულ აქტივობებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას შეეხებოდა. მათ ჯანმრთელობის შენარჩუნების პროგრამები წარმოადგინეს და დამსწრეებს ოფთალმოლოგიური კონსულტაცია გაუწიეს.


ასევე, თანამშრომლებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეესწავლათ ექსტრემალურ სიტუაციებში თავდაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკები.


სოკარი ამკვიდრებს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო სივრცის კულტურას და ხელს უწყობს მისი გუნდის წევრების კეთილდღეობას, როგორც სამსახურში, ისე მის გარეთ. ექსპერტების რჩევებსა და სპეციალურად შემუშავებულ პროგრამებზე ხელმისაწვდომობა, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრებისთვის ვუზრუნველყოფთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ღირებულებებისადმი ერთგულებას.


ჯანმრთელობის კვირეულისადმი გამოხატული დიდი ინტერესი გვიბიძგებს ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს გაუმჯობესებისადმი მიმართული სხვა პროგრამების დანერგვისკენ. მომავალში ეს მიმართულება კიდევ უფრო მეტად იქნება გათვალისწინებული ჩვენს კორპორატიულ კულტურაში.

additional images
additional images
additional images

დაკავშირებული სიახლეები

news image26 ივნისი, 2026

ᲡᲝᲙᲐᲠᲛᲐ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲒᲐᲛᲝᲬᲔᲠᲘᲡ ᲤᲣᲜᲥᲪᲘᲐ - SOCAR PRIME ᲓᲐᲐᲛᲐᲢᲐ

news image21 ივნისი, 2026

ᲛᲐᲛᲐᲩᲔᲛᲘ ᲒᲖᲐᲓ ᲓᲐ ᲮᲘᲓᲐᲓ

news image18 ივნისი, 2026

ᲮᲔᲚᲝᲡᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲓᲦᲔ ᲡᲝᲙᲐᲠᲗᲐᲜ ᲓᲐ CARU-ᲡᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ

news image18 ივნისი, 2026

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲝᲚᲘᲛᲞᲘᲐᲓᲘᲡ ᲒᲣᲜᲓᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲐ ᲞᲐᲠᲘᲖᲨᲘ

news image18 ივნისი, 2026

ᲜᲘᲙᲐ ᲚᲔᲑᲐᲜᲘᲫᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲤᲔᲜᲐ - ᲡᲕᲐᲜᲔᲗᲘ - ᲓᲠᲝᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲘᲕᲠᲪᲘᲡ ᲤᲐᲠᲓᲝᲑᲘᲗᲘ ᲗᲐᲛᲐᲨᲘ

news image10 ივნისი, 2026

ᲙᲝᲠᲞᲝᲠᲐᲢᲘᲣᲚᲘ ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲔᲑᲘᲡ ᲕᲘᲖᲘᲢᲘ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲜᲐᲕᲗᲝᲑᲑᲐᲖᲐᲖᲔ

news image10 ივნისი, 2026

ᲗᲘᲛᲑᲘᲚᲓᲘᲜᲒᲘ 2026

news image09 ივნისი, 2026

ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲣᲠᲘ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘᲡ ᲤᲘᲜᲐᲚᲘᲡᲢᲔᲑᲘᲡ ᲕᲘᲖᲘᲢᲘ ᲡᲝᲙᲐᲠ ᲯᲝᲠᲯᲘᲐ ᲞᲔᲢᲠᲝᲚᲔᲣᲛᲨᲘ

news image02 ივნისი, 2026

ᲑᲐᲕᲨᲕᲗᲐ ᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲓᲦᲔ ᲡᲝᲙᲐᲠᲨᲘ

news image26 მაისი, 2026

ᲡᲝᲙᲐᲠᲘ ᲒᲘᲚᲝᲪᲐᲕᲗ ᲓᲐᲛᲝᲣᲙᲘᲓᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲓᲦᲔᲡ

news image22 მაისი, 2026

ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲒᲐᲗᲐᲛᲐᲨᲔᲑᲐ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ

news image15 მაისი, 2026

ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓᲘ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲬᲛ.ᲒᲘᲝᲠᲒᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲡᲙᲝᲚᲐᲨᲘ

news image13 მაისი, 2026

ᲬᲜᲝᲠᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲞᲐᲠᲙᲘᲡ ᲒᲐᲛᲬᲕᲐᲜᲔᲑᲐ

news image06 მაისი, 2026

ᲛᲝᲢᲝ ᲡᲔᲖᲝᲜᲘᲡ ᲒᲐᲮᲡᲜᲘᲡ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲐ

news image01 მაისი, 2026

ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲣᲠᲘ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ

news image07 აპრილი, 2026

ᲡᲐᲐᲦᲓᲒᲝᲛᲝ ᲥᲔᲨᲑᲔᲥ ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲚᲘᲑᲔᲠᲗᲘ ᲑᲐᲜᲙᲘᲡᲒᲐᲜ