ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲐ ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲘᲗ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ - ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲛᲐᲡᲨᲢᲐᲑᲣᲠᲘ ᲒᲐᲗᲐᲛᲐᲨᲔᲑᲐ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲓᲐ!
10 სექტემბერი, 2026
სოკარის მასშტაბური გათამაშება ოფიციალურად დასრულდა - კამპანია, რომელმაც სამი თვის განმავლობაში ათასობით მომხმარებლის ყოველდღიურ მგზავრობას მეტი ემოცია, მოლოდინი და გამარჯვების შესაძლებლობა შესძინა.
გათამაშებაში 370 000-ზე მეტი ბილეთი მონაწილეობდა. მთავარი პრიზების მოლოდინის პარალელურად, მომხმარებლებს ყოველდღიურად ჰქონდათ შესაძლებლობა, სოკარის სადგურებზე საწვავის ჩასხმისთანავე მოეგოთ მომენტალური საჩუქრები - კამპანიის განმავლობაში ჯამში 9,200 მომენტალური პრიზი გათამაშდა.
გათამაშების მთავარი იდეა კი მხოლოდ მოგება არ ყოფილა. კამპანიის მთავარი გზავნილი „გამარჯვება გაზიარებით იწყება“ გათამაშების ერთ-ერთ მთავარ მექანიკად იქცა: მომენტალური პრიზის მფლობელს შეეძლო, საკუთარი საჩუქარი სრულიად უცნობი ადამიანისთვის გადაეცა და გამარჯვების ემოცია სხვასთანაც გაეზიარებინა. სანაცვლოდ მონაწილე მთავარი გათამაშებისთვის დამატებით 5 ბილეთს იღებდა.
ამ შესაძლებლობით მომენტალური პრიზის გამარჯვებულთა 12%-მა ისარგებლა და საკუთარი საჩუქარი სხვას გაუზიარა. სწორედ ამ მექანიკამ აქცია გაზიარება კამპანიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნაწილად და გამარჯვების იდეას დამატებითი ემოციური მნიშვნელობა შესძინა.
დამატებითი უპირატესობით სარგებლობდნენ SOCAR Prime-ის გამომწერებიც - ისინი ყოველ ჩასხმაზე ორმაგ ბილეთებს იღებდნენ და მთავარი პრიზების მოგების შანსს კიდევ უფრო ზრდიდნენ.
კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი 10 სექტემბერს დადგა. პირდაპირ ეთერში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებმაც სოკარის გათამაშების მთავარი პრიზები მოიგეს:
- 92 მ2 ახალაშენებული ბინა საბურთალოზე „თეთრ კვადრატის“ დასრულებულ კომპლექსში
- ახალი ელექტრომობილი AIQAR eQ7
- 3 ფულადი პრიზი - თითოეული 10 000 ₾-ის ოდენობით
სოკარი ულოცავს ყველა გამარჯვებულს და მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს აქტიურობის, ჩართულობისა და იმ განსაკუთრებული ენერგიისთვის, რომელიც ამ კამპანიას სამი თვის განმავლობაში ახლდა.
370 000-ზე მეტი ბილეთი, ათასობით მოგებული საჩუქარი და უამრავი გაზიარებული ემოცია - თუმცა ამ გათამაშების მთავარი შედეგი მხოლოდ ციფრები არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ის მომენტებია, როდესაც ერთი ადამიანის გამარჯვება მეორის სიხარულის მიზეზიც ხდება. სწორედ ამ იდეამ გააერთიანა მთელი კამპანია და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ზოგჯერ ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება ის არის, რომელსაც სხვასაც უზიარებ.
დაკავშირებული სიახლეები
10 სექტემბერი, 2026ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲐ ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲘᲗ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ - ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲛᲐᲡᲨᲢᲐᲑᲣᲠᲘ ᲒᲐᲗᲐᲛᲐᲨᲔᲑᲐ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲓᲐ!
05 სექტემბერი, 2026ᲒᲐᲓᲐᲘᲮᲐᲓᲔ „ᲛᲔᲠᲔ“ ᲑᲐᲠᲐᲗᲘᲗ ᲓᲐ ᲓᲐᲘᲑᲠᲣᲜᲔ 20%
04 სექტემბერი, 2026ᲛᲝᲛᲔᲜᲢᲐᲚᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲖᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲓᲔᲒᲔᲑᲘ
01 სექტემბერი, 2026ᲒᲐᲗᲐᲛᲐᲨᲔᲑᲐ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲓᲐ - ᲓᲐᲔᲚᲝᲓᲔᲗ LIVE-Ს
20 აგვისტო, 2026ᲑᲐᲮᲛᲐᲠᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026
20 აგვისტო, 2026ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐ ᲡᲘᲚᲥ ᲑᲐᲜᲙᲘᲡ "ᲛᲔᲠᲔ" ᲑᲐᲠᲐᲗᲘᲗ ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲘᲡᲐᲡ
21 ივლისი, 2026ENERGO HACK - ᲘᲜᲝᲕᲐᲪᲘᲣᲠᲘ ᲘᲓᲔᲔᲑᲘ ᲔᲜᲔᲠᲒᲔᲢᲘᲙᲘᲡ ᲡᲔᲥᲢᲝᲠᲘᲡᲗᲕᲘᲡ
ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲘᲗ ᲒᲣᲓᲐᲣᲠᲘᲡ ᲓᲐᲡᲣᲤᲗᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲓᲦᲔᲔᲑᲘ ᲒᲐᲘᲛᲐᲠᲗᲐ
16 ივლისი, 2026„ᲒᲐᲪᲕᲚᲐ“ - ᲛᲓᲒᲠᲐᲓᲘ ᲢᲠᲐᲜᲡᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲤᲔᲜᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲘᲗ
26 ივნისი, 2026ᲡᲝᲙᲐᲠᲛᲐ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲒᲐᲛᲝᲬᲔᲠᲘᲡ ᲤᲣᲜᲥᲪᲘᲐ - SOCAR PRIME ᲓᲐᲐᲛᲐᲢᲐ
21 ივნისი, 2026ᲛᲐᲛᲐᲩᲔᲛᲘ ᲒᲖᲐᲓ ᲓᲐ ᲮᲘᲓᲐᲓ
18 ივნისი, 2026ᲮᲔᲚᲝᲡᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲓᲦᲔ ᲡᲝᲙᲐᲠᲗᲐᲜ ᲓᲐ CARU-ᲡᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ
18 ივნისი, 2026ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲝᲚᲘᲛᲞᲘᲐᲓᲘᲡ ᲒᲣᲜᲓᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲐ ᲞᲐᲠᲘᲖᲨᲘ
18 ივნისი, 2026ᲜᲘᲙᲐ ᲚᲔᲑᲐᲜᲘᲫᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲤᲔᲜᲐ - ᲡᲕᲐᲜᲔᲗᲘ - ᲓᲠᲝᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲘᲕᲠᲪᲘᲡ ᲤᲐᲠᲓᲝᲑᲘᲗᲘ ᲗᲐᲛᲐᲨᲘ
10 ივნისი, 2026ᲙᲝᲠᲞᲝᲠᲐᲢᲘᲣᲚᲘ ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲔᲑᲘᲡ ᲕᲘᲖᲘᲢᲘ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲜᲐᲕᲗᲝᲑᲑᲐᲖᲐᲖᲔ
10 ივნისი, 2026