ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐ
 (1).jpg)
სტუდენტური პროგრამა სოკარში - დასაქმდი და მიიღე სწავლის დაფინანსება
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა ახალი ინიციატივა წამოიწყო, რომლის მიზანია ახალგაზრდების დასაქმებისა და განათლების ხელშეწყობა. პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ერთდროულად მიიღონ სამუშაო გამოცდილება და მოიპოვონ სწავლისთვის საჭირო ფინანსური მხარდაჭერა.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2025-2026 სასწავლო წლის პერიოდში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ავტოგასამართ სადგურზე მოლარე-ოპერატორის ან უფროსი მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე და აკმაყოფილებენ დაფინანსების კრიტერიუმებს.
ინიციატივა მიზნად ისახავს სტუდენტთა პროფესიული და პირადი განვითარების ხელშეწყობას, მათი მოტივაციის გაზრდას და სამუშაო კულტურის გაძლიერებას, რაც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას და განათლებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას საქართველოს მასშტაბით.
შემოუერთდი სოკარის გუნდს: https://shorturl.at/yAU3y

სოკარის ინიციატივით ოლიმპიადის გამარჯვებულები ბარსელონას საზაფხულო სკოლაში გაემგზავრნენ
ისნის რაიონში არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატორის“ ორგანიზებით ჩატარდა საგნობრივი ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-მდე მოსწავლემ.
ოლიმპიადაში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა - ნინო ჯალაღონიამ და მარიამ ჭეჭვაძემ SOCAR-ისგან მიიღეს განსაკუთრებული საჩუქარი: ბარსელონას საზაფხულო სკოლის 2-კვირიანი საგზური.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს ინგლისური ენის ინტენსიური კურსი, განივითარეს კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები და დაამყარეს საერთაშორისო მეგობრული და კულტურული ურთიერთობები.
სოკარი აგრძელებს განათლების გზაზე ახალგაზრდების მხარდაჭერას.

სტუდენტური ჰაკათონი - Energo Hack 2025
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, კასპის ტექნოპარკმა უმასპინძლა ჰაკათონის Energo Hack 2025 დემო დღეს, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები და დაჯილდოვდნენ ენერგეტიკის სექტორში საუკეთესო ინოვაციური სტარტაპ იდეებისა და პროტოტიპების ავტორები.
პირველი ადგილის მფლობელი გახდა გუნდი EcoMetrics, რომელმაც მიიღო GITA-ს 10,000 ლარის ოდენობის გრანტი. გუნდის მიერ შექმნილი თამაშის სტილის აპლიკაცია მომხმარებლებს რჩევებით, გამოწვევებითა და თამაშებით ასწავლის ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის ეფექტურ გამოყენებას, რაც მოხმარებას საშუალოდ 10-20%-მდე ამცირებს.
ჰაკათონის პარტნიორმა სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა გამოავლინა საკუთარი რჩეული გუნდი და თითოულ წევრს საწვავის ვაუჩერი გადასცა. სოკარის რჩეული გახდა გუნდი Energo Horse, რომლის ინოვაციური გადაწყვეტაა IoT მრიცხველი, რომელიც ნებისმიერ სტანდარტულ, არაციფრულ მრიცხველს სრულფასოვან ციფრულ მოწყობილობად აქცევს. ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ტრადიციული ციფრული მრიცხველების დანერგვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. Energo Horse-ის მოდული კი საშუალებას იძლევა არსებული მრიცხველები „ჭკვიან“ მრიცხველებად გარდაიქმნას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დანახარჯებს.
ჰაკათონის მთავარი მიზანი იყო ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი გადასაჭრელად ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე კონკრეტული პროტოტიპების შექმნა.
60-მდე მონაწილე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 38 საათის განმავლობაში, კასპის ტექნოპარკში ინტენსიურად მუშაობდა საკუთარ იდეებსა და პროტოტიპებზე. დასკვნით ეტაპზე კონკურსანტებმა 23 პროექტი წარადგინეს კომპეტენტური კომისიის წინაშე.
პროექტის მიზანი ასევე იყო კომპანიებსა და ინოვატორებს შორის ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების სტიმულირება, კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე სტარტაპ იდეებისა და პროტოტიპების შექმნა, რეგიონებში ინოვაციური აზროვნებისა და უნარების განვითარება და ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში.
Energo Hack 2025-ში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის დარგის მწარმოებელმა კომპანიებმა, მეწარმეებმა, სტარტაპებმა, სტუდენტებმა და ინოვატორებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროტოტიპირებით, ინჟინერიით (განსაკუთრებით ენერგო/ელექტრო), პროგრამირებით, დიზაინითა და ტექნოლოგიური მეწარმეობით.

საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ახალგაზრდული ნაკრების დებიუტი ევროპის „მასიმო რომეოს“ თასზე
საქართველოს სოფტბოლის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურნირზე - „მასიმო რომეოს“ თასზე, რომელიც იტალიაში გაიმართა.
ნაკრებმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყო, შემდგომ მატჩებში ღირსეულად იბრძოლა და საბოლოოდ, ჩემპიონატზე მე-12 ადგილი დაიკავა.
ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა სოკარის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანია დარწმუნებულია, რომ სწორედ მათი მიღწევებით ყალიბდება ქვეყნის სპორტული მომავალი.
სოკარი „მასიმო რომეოს“ თასზე საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის მხარდამჭერი იყო.

პარტნიორობის ფორუმი 2024
20 ნოემბერს, სასტუმრო პულმანში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა რიგით მესამე პარტნიორობის ფორუმი - Partnership Fair 2024, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და კერძო ბიზნესებმა მიიღეს მონაწილეობა.
სოკარი გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი და ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერია.
ფორუმზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საკუთარ იდეები გააზიარეს და ბიზნესებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. პრეზენტაცია წარადგინა შერჩეულმა შვიდმა მონაწილემ, ხოლო ბიზნესის წარმომადგენლებმა ადგილზევე გამოავლინეს თავიანთი რჩეულები.
კომპანია სოკარის რჩეული მონაწილეები გახდნენ - პოზიტიური ვირუსი და Helping Hand, რომლებსაც გადაეცათ ნაწილობრივი დაფინანსება დაგეგმილი პროექტებისთვის.
პოზიტიური ვირუსი არის ახალგაზრდების მხარდამჭერი პროექტების ავტორი ორგანოზაცია, რომელიც ძირითადად ფუნქციონირებს დასავლეთ საქათველოში. მათ პროექტებს შორის არის ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, საგანმანათლებლო პროექტები და შესაძლებლობა შესღუდული ახალგაზრდების მხარდაჭერა.
Helping Hand არის მოხალისეობრივი პლატფორმა, რომელიც ათასობით ახალგაზრდა მოხალისეს აერთიანებს და ქმნის მდგრად პლატფორმას მოხალისეობრივი საქმიანობის წასახალისებლად საქართველოში.

SOCAR X აქსელი
2023 წელს, სოკარმა თანამშრომლობა დაიწყო საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელ აქსელთან, რომელიც სტარტაპერებსა და ინვესტორებს ერთმანეთთან აკავშირებს.
თანამშრომლობის ფარგლებში 21 დეკემბერს, აქსელმა წლის შემაჯამებელი ღონისძიება Fuckup Nights Tbilisi-ის 31-ე გამოშვება გამართა. Investors are also humans - Fuckup-ზე ინვესტორებმა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე განცდილ მარცებზე ისაუბრეს.
2024 წლის 30 ივნისს აქსელმა, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელი, EBAN (European Business Angel Network)-თან და GBAN (Global Business Angel Network)-თან პარტნიორობით, Ciskari Garden-ში მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენცია გამართა ინვესტიციების შესახებ. ღონისძიება უკვე მესამედ ჩატარდა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი სტარტაპების განვითარებისთვის.
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისა და აქსელის თანამშრომლობა სხვადასხვა ინიციატივითა და გეგმებით საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას მოიაზრებს. სოკარის გუნდი აქტიურად ეხმარება არამხოლოდ აქსელს, არამედ მათ სტარტაპებს. „სოკარისთვის“, როგორც დიდი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ თავისი გუნდის, არამედ, საზოგადოებრივი განვითარების ხელშეწყობას.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ინტელექტუალური ჩემპიონატი
2023 წლის 25 ნოემბერს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიბლიოთეკის სივრცეში ჩატარდა “კამპუსის ინტელექტუალური ჩემპიონატი,” სადაც მონაწილე სტუდენტებიდან გამოვლინდა პირველი, მეორე და მესამე ადგილოსანი გუნდები. ინტელექტუალური ჩემპიონატის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი იყო სოკარი.

სტუდენტ მოქანდაკეთა საერთაშორისო გამოფენა
სოკარი მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნებას. "ურბანული ექსპრესია - სტუდენტ მოქანდაკეთა შემოქმედებაში“ - სტუდენტ მოქანდაკეთა საერთაშორისო გამოფენა, ქანდაკების ფესტივალი 2023-ის ფარგლებში, თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, რომლის მხარდამჭერიც სოკარი იყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის სტუდენტების სკულპტურული ესკიზები, რომლებიც ფესტივალისთვის შექმნეს.
ღონისძიების მიზანი იყო ურბანულ ქანდაკებასთან დაკავშირებული ახალი იდეებისა და თანამედროვე მხატვრულ-დეკორატიული ტენდენციების წარმოჩენა. პროექტმა გამოკვეთა ახალგაზრდების ინდივიდუალური ხედვა და მათი დამოკიდებულება თანამედროვე კულტურული ურბანული სივრცის მიმართ.
ნამუშევრები კონკურსის წესით, საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია და 4 გამარჯვებული სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა დაასაჩუქრა.

ოქროსმედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოვება რუსთავში
2023 წელს რუსთავის მერიამ 150 ოქროსმედალოსანი დააჯილდოვა, მათ შორის სამს, სოკარის მიერ დაწესებული, სპეციალური საჩუქარი - ბარსელონას საზაფხულო სკოლაში გამგზავრება ერგო.
2024 წელს რუსთავის სამ წარჩინებულ მოსწავლეს SOCAR-მა ელექტროსკუტერები გადასცა საჩუქრად.

სოციალიური საწარმო X SOCAR
სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით და SOCAR-ის მხარდაჭერით სოციალური მეწარმეობის რიგით მე-10 ფორუმი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში 2021 წლის 18 ნოემბერს გაიმართა.
ფორუმი, საქართველოში, 2012 წლიდან იმართება და მისი მიზანია სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და მისი განვითარებისათვის ხელშემწყობი ეკოსისტემის ფორმირება საქართველოში. ის, სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის საქმიანი კავშირების დამყარებისა და გაძლიერების საშუალებას იძლევა. ღონისძიებაში მონაწილეობენ სოციალური საწარმოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციები, რომლებიც მხარს უჭერენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას.
ღონისძიების კულმინაციური მომენტი წლის სოციალური საწარმოს გამოვლენა იყო. 7-წევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალისტი სოციალური საწარმოები გახდნენ: „პოტერია“, „მეგობარი“ და „დადარი“.
ფარული კენჭისყრით, „წლის სოციალური საწარმოს“ ნომინაციის გამარჯვებული სოციალური საწარმო „დადარი“ გახდა. მან მიიღო „წლის სოციალური საწარმოს“ ტიტული და ფულადი ჯილდო SOCAR-ისგან საწარმოს განვითარებისთვის.
ასევე, სოკარმა გადაწყვიტა სხვა ყველა მონაწილისთვის მიეცა საწარმოო საქმიანობის განვითარების შესაძლებლობა და გადასცა ფულადი პრიზი.
ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა – სპიკერები წარმოდგენილი იყვნენ სივრცეში, „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში“, ხოლო დაინტერესებული პირები ღონისძიებას პლატფორმა Zoom-ის საშუალებით ადევნებდნენ თვალს.

სუპერგმირი X SOCAR
სუპერგმირი არის პლატფორმა, რომლის მიზანია აღმოაჩინონ სუპერგმირები და გააგონონ მათ იმ ბავშვების ხმა, ვინც მათ ეძებს, ვისთვისაც მათი გამოჩენა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია.
სოკარისა და სუპერგმირის მეგობრობის ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფდა სუპერგმირების მიერ ორგანიზებული საჩუქრების ბავშვებთან ტრანსპორტირებას.

საფეხბურთო ფესტივალი „ფეხბურთი მშვიდობისთვის”
გაეროს საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის აპარატმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ “ფეხბურთი მშვიდობისთვის“, 2019 წლის 19-20-21 აპრილს 3 დღიან საფეხბურთო ფესტივალი გამართა სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის მხარდაჭერით. საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა საქრთველოში მცხოვრები 12-დან 14 წლამდე ასაკის ეთნიკური უმცირესობების: სომხების, აზერბაიჯანელების, თურქების, უკრაინელების, ასევე, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოზარდთაგან შემდგარ საფეხბურთო გუნდებს შორის.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის მასშტაბებისა და მიზნებიდან გამომდინარე შეხვედრები გაიმართა საზღვირსპირა საოკუპაციო დასახლების - მეჯვრისხევის ცენტრალურ საფეხბურთო მოედანზე.
ფესტივალი მიზნად ისახავდა უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას, სპორტული, საგანმანათლებლო და კულტურული ასპექტების წინ წამოწევას, სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღვივებასა და ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
ფესტივალის განმავლობაში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი ახაგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდები 3 დღის განმავლობაში ღებულობდნენ მონაწილეობას ამხანაგურ მატჩებში. ფინალური შეხვედრის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა გარდამავალი თასი და მიიღო ორგანიზატორებისგან დაწესებულ პრიზები.
ამასთან, ფესტივალის მიმდინარეობისას წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით შედგა კულტულური აქტივობები რეგიონის მასშტაბით.

Young Lions Georgia
ახალგაზრდების მხარდაჭერა სოკარის CSR სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, სწორედ ამიტომ 30 წლამდე კრეატიული ინდუსტრიის თანამშრომლებისთვის გამართულ Young Lions Georgia-სთან კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში თანამშრომლობდა.

ავტომობილის მართვის და საგზაო უსაფრთხოების წესების ევროპული სტანდარტებით შესწავლის პროექტი
Driving Academy ავტოსკოლაა, რომელიც სოკარის დახმარებით გაიხსნა. ავტოსკოლაში ახალგაზრდებს მთელი წლის განმავლობაში ასწავლიდნენ ავტომობილის მართვას და გზებზე უსაფრთხოების წესებს.
2019 წლის მარტში, მევლუდ მელაძის “Driving Academy”-ს ორგანიზებითა და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის მხარდაჭერით, განხორციელდა ავტომობილის მართვის შემსწავლელი პროქტი.
პროექტი მიზნად ისახავდა მოზარდებისთვის ავტომობილის მართვის და საგზაო უსაფრთხოების წესების ევროპული სტანდარტებით შესწავლას. სწავლება შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილისგან. მოსწავლეები მთელი წლის მანძილზე იყოფოდნენ 5 კაციან ჯგუფებად. პრაქტიკული სწავლების პირველი ნაწილი იმართებოდა დინამოს სტადიონის მიმდებარედ შპს “არტ დრაივის” სპეციალურად მოწყობილ სასწავლო მოედანზე, ხოლო მეორე ნაწილი ავტოდრომზე და საყოველთაო მოხმარების გზებზე.